რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
50 თეთრი და 19:00 საათი - გორის მერიას კერძო კომპანიების წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკის გატარებას ურჩევენ
ორის მერიას ახსენებენ, რომ საერთაშორისო შეთანხმებებისა და თვითმმართველობის კოდექსის საფუძველზე, ვალდებულია, დაიწყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების განსაზღვრა და ამ მარშრუტებზე ნებართვების გაცემა. ამის საილუსტრაციოდ, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დადებული დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება მოჰყავთ, რომელიც მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამას წარმოადგენს.

პროგრამის ფარგლებშიც საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ გააუმჯობესოს ურბანული ტრანსპორტის სისტემა საქართველოს ურბანულ ტერიტორიაზე. ეს პროცესი 2030 წლისათვის უნდა დასრულდეს.

კომპანია ,,სითი ინვესტი საქართველოს“ ექპსერტების შეფასებით, ამ კუთხით, გორის მერიაში პროცესი ჯერ დაწყებული არაა. უფრო მეტიც, შეინიშნება უწყებებს შორის არაკოორდინირებული მუშაობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში მუშაობს უფრო მეტად ამ სფეროში არასპეციალიზირებული კადრი.

კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ქალაქებს ამ სფეროს რეგულირებას ავალებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებაა. შეთანხმების მიხედვით, (მუხლი 292) მხარეები თანხმდებიან, რომ: გააფართოებენ და გააძლიერებენ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში, რათა ხელი შეუწყონ მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას; წაახალისებენ ტრანსპორტის ეფექტიან და უსაფრთხო მუშაობას, ასევე სატრანსპორტო სისტემების ინტერმოდალურობასა და ურთიერთთავსებადობას; და გამოიჩენენ ძალისხმევას, რომ გააძლიერონ თავიანთ ტერიტორიებს შორის ძირითადი სატრანსპორტო კავშირები.

,,კერძო ტრანსპორტი მხოლოდ კერძო ინტერესებზე მორგებულია"

სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქ გორში მთლიანად კერძო ოპერატორებითაა წარმოდგენილი.

,,მხოლოდ კერძო ინტერესებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგავს არსებობის პრინციპს, რაც გულისხმობს თანაბარ ხელმისაწვდომობას და სამართლიანობას. თუნდაც ის ფაქტი, რომ ყველა მარშრუტი მუშაობას ასრულებს 19:00 სთ-ზე (ზამთარში 18:00), ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გააჩნია მხოლოდ კომერციული ინტერესები და ნაკლებადაა მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.“ - აღნიშნავენ ,,სითი ინვესტი საქართველოს“ ექსპერტები. აღნიშნული კომპანია გორის მერიამ დაიქირავა, რომელსაც კვლევების ჩატარება დაევალა.

სპეციალისტების აზრით, ეს კომპანიები მხოლოდ საკუთარ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული და არ გააჩნიათ არანაირი დოტაცია ან სუბსიდია მუნიციპალიტეტის მხრიდან. როგორც წესი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის მომგებიანი და მას გააჩნია დამხმარე ფინანსური წყაროები.

გორის მერიის წარმომადგენლებმა ექსპერტებს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის კლასიკურ მოდელზე გადასასვლელად, მოუმზადებელია როგორც ფინანსურად, ასევე ინსტიტუციონალურად
,, ამიტომ, მოკლევადიან პერიოდში შეიძლება შემუშავდეს კერძო-საჯარო ურთიერთობის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს კერძო ოპერატორებისა და მოსახლეობის ინტერესების ოპტიმიზაციას ისე, რომ გასატარებელი ზომები არც კერძო ოპერატორებისათვის აღმოჩნდეს ზედმეტად აგრესიული და, ამავდროულად, გათვალისწინებული იქნას საზოგადოების ინტერესები. ამ პროცესში მუნიციპალიტეტს მთავარი პოზიცია უნდა ეკავოს. სწორედ მან უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლის ყველა კატეგორიის თანაბარ პირობებში ჩაყენება (სოციალურად მოწყვლადი ფენებისათვის, სკოლის მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისათვის) და პროცესების სწორი კუთხით გაშუქება - იგულისხმება საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს არაპოპულარული ზომების გატარებისას“ - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.



კომპანიების მონაცემები

მერიის ცნობით, ამჟამად, გორში, მხოლოდ 3 მსხვილი მგზავრთგადამზიდი ოპერირებს - შპს „ბუქო777“, შპს „გორიტრანსი“, შპს „დუდუ პლიუსი“ და სხვა წვრილი კომპანიები, რომლებიც ემსახურებიან ქალაქი გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მგზავრთნაკადს. მათი ავტოპარკი ძირითადად სამარშრუტო ტაქსებისაგან შედგება, თუმცა ერთერთი მათგანი იყენებს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ 8 ავტობუსს, რომლებიც ძირითადად მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებულ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებზე მუშაობენ. ამჟამად ქალაქ გორში 28 საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი ფუნქციონირებს.

შპს „დუდუ პლიუსი“-ს ეკუთვნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (ძირითადად სოფლად) არსებული მარშრუტების 90% (დაახლობით 150 ავტომობილი/მძღოლი), საქალაქთაშორისო მარშრუტების 10% და მუნიციპალიტეტის შიდა მარშრუტების 45%.

შპს „გორიტრანსი“-ს ეკუთვნის მუნიციპალიტეტის შიდა მარშრუტების 5-7% (დაახლობით 70 ავტომობილი/მძღოლი) და საქალაქთაშორისო მარშრუტების 50-55%.

დანარჩენი მარშრუტები შპს „მესაჭე“-სა და სხვა მცირე კომპანიებს ეკუთვნით.

ქალაქ გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების საფასურია 50 თეთრი. ეს ფასი საერთოა ყოველი კომპანიისთვის. მუნიციპალიტეტის შიდა და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე ფასები განსხვავებულია და დამოკიდებულია მარშრუტზე.

,,უნდა აღინიშნოს, რომ არ იქნა მოძიებული არცერთი კვლევა ან დოკუმენტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ, რაც განსაზღვრავდა მარშრუტების რენტაბელურობას, ეფექტურობას თუ სხვა კრიტერიუმებს. ერთადერთი, რაც მგზავრთგადამყვანი კომპანიების ადმინისტრაციასთან საუბრისას გავარკვიეთ არის მარშრუტზე საშუალო მგზავრთნაკადი დღის განმავლობაში. ქალაქი გორისთვის ეს რიცხვი საშუალოდ შეადგენს 150-200 ადამიანს. ეს რიცხვი მათ დღიური შემოსავლიდან გამოიყვანეს.“ - აღნიშნავს ,,სითი ინვესტის საქართველოს“ წარმომადგენელი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.