,,სატვირთო ავტომანქანა მოდიოდა ზერტიდან, ხოლო ეს მსუბუქი მანქანა უხვევდა ზერტისკენ. როგორც ჩანს, ერთმანეთს ვერ გაუგეს და მოსახვევთან შეეჯახნენ." - გვითხრეს ადგილზე მყოფმა პირებმა, რომელიც ერთ-ერთი დაშავებულის მეზობლები არიან. 45 წლამდე ასაკის მძღოლი მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკაში ცხოვრობს.
რაც შეეხება სატვირთო ავტომანქანას, ის კომპანია ,,მშენებელი 80"-ს ეკუთვნის. ,,სოფელ ზერტში სამუშაოებს ვაწარმოებთ, არხები გაგვყავს და იქიდან მოვდიოდით" - გვითხრა ,,მშენებელი 80"-ის წარმომადგენელმა.
გამოძიებას მეჯვრისხევის შს სამმართველოს გამომძიებლები აწარმოებენ. მსუბუქი მანქანის დამუხრუჭების მანძილი რამდენიმე მეტრია.
სტატიის გამოყენების პირობები