რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ვინ არის ჯამბულატ თედეევი, რომლის მაისური ქართველმა სპორტსმენებმა ჩაიცვეს
2018 წლის აპრილში, დაღესტანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა, თავისუფალ ჭიდაობაში, ჩაიცვეს ჯამბულატ თედეევის მაისური. მაისურს თან რუსეთის დროშის ფერები ახლდა. ფოტოები სოციალურ ქსელში, გუშინ, 2018 წლის 16 აგვისტოს გავრცელდა.

ფაქტმა მედიის ყურადღება მიიქცია, სოციალურ ქსელში კი, მოჭიდავეები მოღალატეებად გამოაცხადეს. გუშინ საღამოს, მსოფლიო ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იმ რეაქციას გამოეხმაურა, რასაც ფოტოების გავრცელებას მოჰყვა. გენო პეტრიაშვილის განცხადებით, მოჭიდავეებს მაისურის ფერებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, მათ მხოლოდ ჯამბულატ თედეევის მიმართ მეგობრებული ჯესტი გამოხატეს.

სტატიაში ,,დაპირისპირების ზღვარზე" მარია ბესტაევა 2014 წელს წერს, რომ ჯამბულატ თედეევი ერთ-ერთი გავლენიანი პირია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში. ამჟამად, თედეევი დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატი და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელა.

მარია ბესტაევას სტატიის მიხედვით, 2001 წელს, როდესაც ედუარდ ჯაბას ძე კოკოითი პირველად იყრიდა კენჭს სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მისი ყველაზე ერთგული მეგობრები და მხარდამჭერები სწორედ ძმები ჯამბულატ და იბრაგიმ თედეევები იყვნენ.

კოკოითის გაპრეზიდენტების შემდეგ ყოფილმა მეგობრებმა გავლენის სფეროები ვერ გაიყვეს და მოსისხლე მტრებად იქცნენ. კოკოითმა ძმები ცხინვალიდან გააძევა და მათ სამშობლოში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა. იბრაგიმ თედეევი კოკოითის ოპოზიციის მთავარ დამფინანსებლად იქცა 2006 წლის აგვისტომდე, ვიდრე იგი ვლადიკავკაზში, ძალიან უცნაურ ვითარებაში არ მოკლეს.

“ჯამბულატმა ძმის საფლავთან დაიფიცა, რომ კოკოითს სამაგიეროს გადაუხდიდა. ჯამბულატი თავისი სიტყვას შეასრულებს,” - უთხრა თედეევის თანაპარტიელმა სტატიის ავტორს.

ვიკიპედიის მიხედვით, თედეევის ჯგუფი ადრე ლიუდვიგ ჩიბიროვს უჭერდა მხარს, თუმცა მათ შორის მომხდარი უთანხმოების შემდეგ კოკოითს მიემხრო.

კოკოითის გაპრეზიდენტების შემდეგ თედეევის კლანის წევრები არღიარებული რესპუბლიკის საბაჟო სამსახურისა და ტვირთგადაზიდვების გამგებლები გახდნენ ტრანსკავკასიის მაგისტრალზე როკის გვირაბის გავლით. 2003 წლის ივლისში კოკოითი თედეევთა წინააღმდეგ ილაშქრებს, ათავისუფლებს რა თედეევს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან, ხოლო კლანის კერძო შეირაღებულ დაჯგუფებას იარაღის დაყრას უბრძანებს. კოკოითის მტკიცებით უშიშროების საბჭოს მდივანს, ისევე როგორც თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარეს კრიმინალებთან ჰქონდათ კავშირი. ამ ინციდენტს ცხინვალში სროლები და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.