ახალი ამბები
გორში თოიძისა და დავითაშვილის ქუჩებზე გზის სამუშაოები დათქმულ დროში არ დასრულდა
ქ
ალაქ გორში, თოიძისა და
დავითაშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები სექტემბრამდე არ
დასრულდება. ამის თაობაზე, გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა კომპანია
,,იბოლიასთან" შეთანხმებას 26 ივლისს მიაღწია.
გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ასფალტის ახალი საფარი 5 აგვისტოსთვის
დაგებული უკვე უნდა ყოფილიყო. სამუშაოები 2018 წლის 5 აპრილიდან
დაიწყო.
2018 წლის 13 ივნისს, კომპანია ,,იბოლიას" დირექტორი გორის მერს
სწერს, რომ თოიძის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი კოროზირებულია და
გამოცვლას საჭიროებს.
მაჟორიტარ დეპუტატ მაკრახიძის კომპანიამ
,,თოიძე-დავითაშვილის ქუჩების გზების" სამუშაოების შეჩერების
მიზეზად ეს გარემოება დაასახელა და პროექტის დასასრულებლად დამატებით
ერთი თვის ვადა, 5 სექტემბრამდე ითხოვა. ,,იბოლიას" თხოვნა
დააკმაყოფილეს და ჯარიმა არ დააკისრეს.
დოკუმენტები:
1.
,,იბოლიას" წერილი სასმელი წყლის დაზიანებული მილის შესახებ, ითხოვს ვადის გადაწევას

2.
გორის მერის თანხმობა ხელშეკრულების ვადის გადაწევის შესახებ
2018 წლის 5 სექტემბრამდე
სტატიის გამოყენების პირობები