რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის საკრებულოს ბიუროს წევრები მერიის პოლიტიკას აკრიტიკებენ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს
წევრებმა, სკვერებთან დაკავშირებით, მერის პოლიტიკა გააკრიტიკეს და
აღნიშნეს, რომ მსგავსი საკითხები მომავალში განსახილველად მათ აღარ
გაუგზავნონ. ამის შესახებ საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარემ კობა
ბერიანიძემ განაცხადა.
კობა ბერიანიძის თქმით, ქალაქის სკვერები მერიის მმართველობის ქვეშ უნდა დარჩეს: ,,ზოგს უნდა კლინიკა გააკეთოს და ჩვენი სკვერები ეზოთ აქციოს, ზოგს უნდა რეანომობილის სადგომაც აქციოს, რასაც არ დავუშვებთ" - ამბობს კობა ბერიანიძე.
საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარის პოზიცია ბიუროს სხვა წევრებმაც გაიზიარეს. თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ აღმასრულებელმა რგოლმა ისეთი ლაფსუსები არ უნდა დაუშვას, რომ ის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცეს.
გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მომდევნო სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და საკითხების მომხსენებლები შეარჩიეს. დავით რაზმაძე ამბობს, რომ საკითხების ნახევარზე მეტი მიწის იჯარით გაცემას ეხება.
,,წარმოდგენილ საკითხთა უმეტესობა, აშკარად, ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს. არ შეიძლება მიწის იჯარით გაცემა იმდაგვარად, რომ იქ ხეები მოიჭრას. ჩვენი საკრებულო ერთ-ერთი ჰიპერაქტიური საკრებულოა, რომლის წევრები მსგავს გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ. თითოეულ საკითხზე ჩვენმა დეპუტატებმა პირადად დაათვალიერეს იჯარით გასაცემი ადგილები.“ - აცხადებს დავით რაზმაძე.
საკრებულოს წევრი ლია ჩლაჩიძე ითხოვს, რომ ბოლოს და ბოლოს, მერიის რომელიმე სამსახურმა იზრუნოს ქალაქის იერსახეზე. ,,არ შეიძლება ნაცნობობით ამ ტერიტორიების იჯარით გაცემა და შემდეგ იქ რაღაცეების ჩადგმა“ - აცხადებს ლია ჩლაჩიძე.
საკრებულოს წევრების ღია შეფასებებმა უხერხულ მდგომარეობაში მარლენ ნადირაძე ჩააყენა. ის დეპუტატებს მოუწოდებდა, რომ კამერის წინ, მსგავს საკითხებზე არ ემსჯელათ:
,,კარგით, ეხლა, კამერები იღებს“ - ამბობდა მარლენ ნადირაძე. მან ამის შესახებ კონკრეტულად მიშა გოგინაშვილს მიმართა, რომელიც დაინტერესდა იმ საკითხით, თუ რომელმა კომპანიამ ან კერძო პირმა, იჯარით აღებულ მიწებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები