რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში ,,კაპეზეზე" პატიმარი შიმშილობს
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში
მცხოვრები მამაკაცი, რომელიც ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში
იმყოფება, შიმშილობს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს
სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მამაკაცი, ,,კაპეზეს" ხელმძღვანელის შეტყობინების საფუძველზე, გუშინ საღამოს მოინახულეს.
,,მოვინახულეთ მამაკაცი. წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელმა გვაცნობა შიმშილობის შესახებ. მამაკაცთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო პრეტენზია არ გააჩნია პოლიციელების მხრიდან რაიმე ძალადობის ფაქტზე" - გვითხრეს პრეს-სამსახურში.
შს სამინისტროს თანამშრომლებმა ლ.გ ორი დღის წინ დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება დის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს ცემის ფაქტს.
დაკავებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქონებასთან დაკავშირებით, და-ძმას შორის კონფლიქტი ნამდვილად არსებობს, თუმცა ცემის ფაქტი გამორიცხა. განმარტა, რომ წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში. ისარგებლა დამ, რაც იმაში გამოიხატა, რომ ქონების დასარეგისტრირებლად იგი გარდაცვლილად გამოაცხადა.
,,მე ვითხოვ ჩემ კუთვნილ ქონებას, რაც გამაჩნდა სოფელში. ჩემმა დამ მკვდრად გამომაცხადა" - ამბობს დაკავებული. გორის სასამართლომ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები