რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში 150 გრ მარიხუანას შენახვისთვის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც კიდურები პარალიზებული აქვს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 45-წლის
მამაკაცი დააკავეს, რომელსაც საცხოვრებელ სახლში 150 გრ მარიხუანა
აღმოუჩინეს. სტაჟიორ პროკურორის, ბარბარე ჩხეიძის მოთხოვნით, მას
გუშინ 7 ათასლარიანი გირაო შეუფარდეს. ადვოკატი მაია გრიგოლიშვილი,
გირაოს სანაცვლოდ, 2 ათას ლარს ითხოვდა.
დაკავებულ მამაკაცს არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი სახლი, ასევე, მარცხენა ზედა და ქვედა კიდურები პარალიზებული აქვს.
პოლიციამ, სახლის ჩხრეკის დროს, სარდაფიდან საბრძოლო მასალები (ტყვიები) ამოიღო. დაკავებულის განცხადებით, ტყვიები მან 10-წლის წინ იპოვა , მაშინ როდესაც გორში რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.
პროკურორის განცხადებით, აუცილებელია დაკავებულის მიმართ გამოყენებული იქნეს აღკვეთის ღონისძიება, რადგან მოსალოდნელია დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე.
,,ის გავლენას მოახდენს ოჯახის წევრებზე, მოწმეებზე. იყო წარსულში ნასამართლევი, თანაც, ანალოგიური ბრალდებით, შესაბამისად, აუცილებელია, მის მიმართ გამოყენებულ იქნეს აღკვეთის ღონისძიება“ - აღნიშნა პროკურორმა.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურორი მოწმეებზე ზეწოლის საშიშროებაზე საუბრობდა, მოსამართლეს დაკავებულის მიმართ გირაოს გამოყენება მოსთხოვა:
,,მოვითხოვთ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გამოიყენოთ გირაო 7 ათასი ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველყოფა 10 დღეში მოახდინოს“ - აღნიშნა პროკურორმა.
ადვოკატის განმარტებით, დაკავებულს არ გააჩნია ქონება, არა აქვს შემოსავალი, შესაბამისად, აღნიშნული ოდენობის თანხას ვერ მოაგროვებს. ,,ჩვენ ვითხოვთ 2 ათასლარიან გირაოს 40 დღის ვადით“ - განაცხადა ადვოკატმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულს გირაო, 7 ათასი ლარის სანაცვლოდ, შეეფარდა. თანხის გადასახდელად 40-დღიანი ვადა მისცეს.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები