რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მიმდინარე სეზონზე გორში ქლიავის მოსავალმა ბალსა და ატამს გადააჭარბა, ვაშლი კი ახალ ბაზრებს ელოდება
გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე
წელს, თესლოვანი ხეხილის მაღალი მოსავალია მოსალოდნელი. ამის
შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ კომისიის წევრებმა
განაცხადეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრიდან
მიღებული მონაცემებით, დაითვალეს, რომ მიმდინარე წელს კურკოვანი ხილის
მოსავალი გასამმაგებული.
ასე მაგალითად, თუკი გასულ წელს, მიღებულია კურკოვანი ხილი 6 664 ტონა, 2018 წლისთვის მისმა რაოდენობამ 20 ათასს მიაღწია. ამათგან, აღებულია 2300 ტონა ბალი, 5000 ტონა ატამი, 7 ათასი ტონა ქლიავი.
რაც შეეხება თესლოვან ხილს, აქ უფრო გაუმჯობესებულ მონაცემებს ფლობენ.
,,მიმდინარე წელს მოსალოდნელია 127 000 ტონა თესლოვანი ხილის მოკრეფა, გასულ წელს მოკრეფილი ხილის რაოდენობამ 28 800 ტონა შეადგინა" - განაცხადა აგრარული კომისიის თავმჯდომარემ თამაზ მელანაშვილმა.
მისი ცნობით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში 300-400 ჰექტარი ახალი ბაღი შენდება.
,,მოსახლეობის და ფერმერთა ძირითად ამოცანად დაისახა რომ რაც შეიძლება უმოკლეს დროში აღედგინათ თანამედროვე ტიპის ინტენსიური ხეხილის ბაღები. რაც წარმატებით გადაიჭრა ხელისუფლების დახმარებით, გამოიყო შეღავათიანი აგროკრედიტები, მოქმედებაშია ბაღების გაშენების პროექტი ,,დანერგე მომავალი“ სადაც ბაღების გაშენებაში მოსახლეობასთან ერთად სახელმწიფოს წილი შეადგენს 70 %-ს." - აღნიშნა მელანაშვილმა.
დღეის მდგომარეობით გორის მუნიციპალიტეტში ხეხილის ბაღებს 12,949 ჰექტარი უკავია მ.შ. კურკოვანია 2970 ჰა, თესლოვანი 9979 ჰა, კენკროვანი 213 ჰა.
,,ხეხილის ბაღებში დროულად ჩაატარეს აგროტექნიკური ღონიძიებები და მაღალ მოსავალს ელოდებიან, ძევერის, ტყვიავის, ტირძნისის, მერეთის, შინდისის, ვარიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობა და ფერმერები." - დასძენს კომისიის თავმჯდომარე.
მიმდინარე წელს, მოსალოდნელი 127 000 ტონა თესლოვანი ხილიდან გადამამუშავებელი მრეწველობას ჩაბარდება 30 %, დარჩება სარეალიზაციოდ 90 000 ტონამდე, რის რეალიზაციასაც საქართველოს ბაზარი ვერ უზრუნველყოფს. თამაზ მელანაშვილი ფიქრობს, რომ საჭირო იქნება თესლოვანი ხილი გატანილი იქნას რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები