რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ლაშა დარსალია: „საერთაშორისო საზოგადოება ოკუპაციას არასოდეს შეეგუება“
ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ არა მარტო
ქართული, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება ოკუპაციას
არასოდეს შეეგუება. ამ მხრივ საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს,“ -
ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია
ევროკავშირის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი საქართველოს
რეგიონებში- აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის უკანონო
სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო
ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვან მესიჯებს შეიცავდა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს და მის სამშვიდობო მიდგომებს და იმას, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. ხაზგასმული იყო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს.
„კიდევ ერთხელ აღინიშნა ის მძიმე მდგომარეობა, რაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზეა და რომლის სამწუხარო შედეგიც იყო ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მკვლელობები, ბაშარულის საქმე. ესაა საკითხები, რომელთაც საქართველოს მთავრობა სვამს ყველა საერთაშორისო ფორუმზე. ამას გააგრძელებს მანამ, სანამ სამართალი არ აღსრულდება,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ევროკავშირი ასევე მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუსჯელობა ღრმა შეშფოთებას იწვევს.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები