რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: „ქალბატონის გასათავისუფლებლად ყველა შესაძლო არხი ამოქმედებული გახლავთ, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ“
„განსაკუთრებით, შემაშფოთებელი, საგანგაშო და სამარცხვინო“, - ასე
აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ
ბობნევიდან 36 წლის მაია ოთინაშვილის გატაცებასა და მისთვის ორთვიანი
წინასწარი პატიმრობის შეფარდებას და აცხადებს, რომ მუშაობა ქალბატონის
გასათავისუფლებლად 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
„ეს ფაქტი არა მხოლოდ არასამართლებრივი, არამედ არაადამიანური დამოკიდებულების გამოხატულებაა, ვინაიდან საუბარია სამი არასრულწლოვანი შვილის დედაზე, რომელიც საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთში დააკავეს. აპარატის თანამშრომლები გუშინ ადგილზე იმყოფებოდნენ, შეხვდნენ ოჯახს და თავად მოინახულეს ის ადგილიც, სადაც უკანონო დაკავება მოხდა - საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში. ეს ადამიანი იქ მუდმივად ცხოვრობს და საქმიანობს. ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია და აბსოლუტურად მიუღებელი მოქმედებაა. ვერანაირ ბრალდებაზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ამას არანაირი ლეგიტიმაცია და გამართლება არ აქვს.
„ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ამ წუთისათვის ქალბატონის გასათავისუფლებლად აბსოლუტურად ყველა შესაძლო არხი ამოქმედებული გახლავთ. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, ცხელი ხაზით კომუნიკაცია გრძელდება, ასევე გრძელდება კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასთან და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. ვიყენებთ სხვა არხებსაც, რომლითაც შესაძლებელია შედეგის მიღწევა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქალბატონის მდგომარეობა. გუშინდლიდან ინფორმირებულია და ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. იგი ერთადერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელსაც ცხინვალის რეგიონში წვდომა აქვს. ცხადია, მათი მხრიდან ყველა ის ღონისძიება ტარდება, რაც დაკავებული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ოჯახისათვის ინფორმაციის მიწოდებასთანაა დაკავშირებული. ეს კომუნიკაცია დღის განმავლობაშიც გაგრძელდება“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეგახსენებთ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ 37-წლის მაია ოთინაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.
არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურის განცხადებით. ოთინაშვილს ბრალი 332-ე მუხლის საფუძველზე წაუყენეს, რომელიც საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს.
ცხინვალის უშიშროების სამსახურის ცნობით, მაია ოთინაშვილი მოქალაქეებს ფულადი თანხის სანაცვლოდ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა.
მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ახალ ხურვალეთში ამბობენ, რომ რუსი სამხედროები ჩასაფრებული იყვნენ ერთ-ერთ ფარდულთან, მაია ოთინაშვილი კი კაკლის დასაბერტყად იყო გასული საკუთარ ნაკვეთში.
,,ჩასაფრებულმა სამხედროებმა ის საკუთარი ნაკვეთიდან ძალით გადაიყვანეს მავთულხლართებზე. ქალი ყვიროდა, მიშველეთო" - აცხადებენ ახალ ხურვალეთში.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები