რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კანონი, რომლის მიხედვით მაია ოთინაშვილს ბრალი წაუყენეს, რუსეთის საზღვრის დარღვევას ეხება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების
კომიტეტის განცხადებით, მაია ოთინაშვილს ბრალი რუსეთის სისხლის
სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მიხედვით, წაუყენეს. ამის შესახებ
ოსურმა მედიამ რამდენიმე სტატიაში დაწერა.
აღნიშნული მუხლი ოსურ მედიაში ციტირებულია შემდეგნაირად: ,,ст. 322 УК РФ «Незаконное пересечение границы»" (საზღვრის უკანონო გადაკვეთა)
აქედან ,,УК РФ" აღნიშნავს შემოკლებულ ვარიანტს: ,,Уголовный кодекс Российской Федерации" - იგივე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს
ხოლო ამ კოდესის 322-ე მუხლს შემდეგი შინაარსის განარტება აქვს: УК РФ Статья 322 ,,Незаконное пересечение Государственной границы Российской Федерации" (რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა).
როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციამ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა.
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის პირველი პუნქტი 2-ათასლარიანი ჯარიმის დაკისრების მიზეზს ასაბუთებს: კერძოდ, 1-ლი პუნქტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა რუსეთის ფედერაციაში შესვლის ან რუსეთის ფედერაციის დატოვების უფლების მოქმედი დოკუმენტების გარეშე ან რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ნებართვის გარეშე - ისჯება ჯარიმით ორასი ათასი რუბლის ოდენობით, ან მსჯავრდებულის 18 თვის ოდენობის ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობით, ან ორწლიანი იძულებითი შრომით, ან იმავე ვადით პატიმრობით.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში (ახალი ხურვალეთი) მაია ოთინაშვილი 2018 წლის 29 სექტემბერს საკუთარ ნაკვეთში რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ცხინვალის უშიშროების კომიტეტმა ბრალი, ზემოაღნიშნული მუხლით, წაუყენა. დე-ფაქტო მთავრობის სასამართლომ მაია ოთინაშვილს ოფიციალურად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები