რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი ჯანმრთელობისა და მშობლების გამო" - კადრები მაია ოთინაშვილის სასამართლოდან
ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულ 37-წლის მაია ოთინაშვილს ერგნეთის საგუშაგოზე ქართველი სპორტსმენებიც დახვდნენ. ახალგორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაია ოთინაშვილს ერთი წლით პირობითი, ხოლო 6 თვით გამოსაცდელი ვადით თავისუფლება მისცეს.

,,გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი ჯანმრთელობისა და მშობლების გამო" - განაცხადა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლოს მოსამართლემ. გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა მედიასაშუალებამ, ,,სპუტნიკმა" გაავრცელა.

მაია ოთინაშვილმა ცხინვალის ჯერ იზოლატორში, შემდეგ ციხეში 10 დღე გაატარა და მე-11 დღეს გამოუშვეს. მას კი წინასწარი პატიმრობის სახით 1-თვიანი ვადა ჰქონდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მიხედვით, წაუყენა. ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელს - რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო დარღვევის შესახებ.

,,ისჯება ჯარიმით ორასი ათასი რუბლის ოდენობით, ან მსჯავრდებულის 18 თვის ოდენობის ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობით, ან ორწლიანი იძულებითი შრომით, ან იმავე ვადით პატიმრობით." - ასეა 332-ე მუხლის ის პუნქტი, რომელიც მაია ოთინაშვილს წაუყენეს.

ის, რომ მაია ოთინაშვილის გათავისუფლება, ვადაზე ადრე, არაფორმალური მოლაპარაკების შედეგად, მოხდა, დაადასტურა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურმაც. ასევე, ამ მოლაპარაკებაში ჩართულმა სპორტსმენებმა. ესენი არიან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე და ვეტერანი ფეხბურთელი ლადო ბურდული
.

ამავე თემაზე

გალინა ქელეხსაევი: ,,ჩემი შვილი პენსიის ასაღებად გადმოსულ ხალხს ხელს ვერ შეუშლიდა"

Name of infographic or image



,,ჩვენ გვყავს დიდი სამეგობრო და ის აგური გვაქვს დადებული, რომლითაც ხალხს ერთმანეთთან პატივისცემა გვაკავშირებს. ამ მეგობრობის, ამ ურთიერთობის დახმარებით, ჭიდაობის დიდმა სამყარომ, სახელმწიფოსთან ერთად, შეძლო საქართველოს მოქალაქეები ოჯახებს დაბრუნებოდნენ. ყველა გავერთიანდით, კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს სამეგობროსთან. გვქონდა ინფორმაცია, რა დროს გამოუშვებდნენ. გვარებს არ ჩამოვთვლი. ეს იყო სახელმწიფოსთან ერთად მეგობრული ურთიერთობა, ეს იყო მეგობრული პატივისცემა და ეს იყო დამკვიდრებული იმაზე, რომ მოჭიდავეები მეგობრობენ, ერთად ჭიდაობენ, გამოდიან ჩემპიონატებზე. ეს იყო ბევრი ქართველი მწვრთნელის დამსახურება. ისინი ქართველები არიან და ზუსტად ამ პატივისცემის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი“ - ციტირებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას რადიო ,,თავისუფლება". იანტბელიძე ერთ-ერთია იმ ქართველ სპორტსმენებს შორის, რომლებიც ცოტა ხნის წინ გააკრიტიკეს ცხინვალელი მოჭიდავის და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრის, ჯამბულათ თედეევის ფოტოთი და რუსეთის დროშით გამოსახული მაისურის ჩაცმის გამო.

თამაზ გეგეშიძის თქმით, იმისათვის, რომ დაკავებულებისთვის სათანადო პირობები შექმნილიყო და საკუთარ ოჯახებს დაბრუნებოდნენ, მეგობრებს დაუკავშირდნენ. ,,ვეცდებით ეს მეგობრობა არ გავწყვიტოთ და კარგი საქმე გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის. მეგობარს რომ დაურეკავ, იქ მოლაპარაკება აღარ არის საჭირო. ერთმანეთს ვურეკავთ, ვმეგობრობთ" - განაცხადა მან.


მაია ოთინაშვილი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ჯანმრთელობას, დაკავების შემდეგ, პრობლემა არ შექმნია. მხოლოდ, დაკავების პროცესში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ზემოქმედებას: ,,ღობეზე ძალით გადამიყვანეს, თვალები ამიხვიეს და გადამიყვანეს სამხედრო ბაზაზე. ოთხი დღე იზოლატორში ვიყავი, შემდეგ ციხეში. სასამართლო ორჯერ ჩატარდა" - განაცხადა მან. მან დაადასტურა, რომ დაკავების პირველ დღესვე ,,წითელი ჯვრის" საზოგადოების წევრებმა მოინახულეს.

მაია ოთინაშვილი 2018 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. 2 ოქტომბერს ცხინვალის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ მაია ოთინაშვილს 1-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 3 ოქტომბერს ცხელი ხაზის მეშვეობით სახელმწიფო მინისტრის აპარატს აცნობეს, რომ მაია ოთინაშვილის საქმის განხილვა დაკავებიდან 10 დღეში მოხდებოდა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.