რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ბობნევის ბანაკში გამოცდილმა მეფუტკრემ ახალგაზრდებს ტრენინგი ჩაუტარა
მიმდინარე წლის
14-16 სექტემბერს, სოფელ ბობნევში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
მოეწყო ბანაკი, სახელით: „ახალგაზრდა მეფუტკრეების
საგანმანათლებლო/სათავგადასავლო ბანაკი სკოლის მოსწავლეებისა და
სტუდენტებისთვის სოფ. ბობნევში“.
როგორც მოგეხსენებათ უახლოეს მომავალში გორში აშენდება თაფლის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტებით და ევროპული ბაზრისთვის დაიწყებს ქართული თაფლის წარმოებას. ეს ბანაკი, ემსახურებოდა სწორედ ამ დიდი პოტენციალის მქონე დარგის მოსწავლე/ახალგაზრდებში პოპულარიზაციას.
პროექტი განხორციელდა გორის საზოგადოებრივი დარბაზის მიერ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პარტნიორობით და ტურისტული სააგენტო „Green Relax Energy“-ს თანადგომით.
პროექტში მონაწილეობა მიიღო 25-მა ახალგაზრდამ, რომლებიც ორგანიზატორების მიერ სპეციალურად გამოცხადებული ვიქტორინის მეშვეობით შეირჩა შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.
მეფუტკრეობის პროდუქტების, მათი განსაკუთრებული თვისებების, ფუტკრის მოვლის, გავრცელებული დაავადებების და მათი პრევენციის, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის პერსპექტივების შესახებ, მონაწილეებთან შეხვედრა ტრენინგი გამართა წარმატებულმა მეფუტკრე/მეწარმემ გელა ჯაბახიძემ და USAID-ის პროექტ "ზრდა"-ს შიდა ქართლის რეგიონალურმა მენეჯერმა ზაზა ზუბიაშვილმა.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასა (DCFTA) და მასთან დაკავშირებულ იურიდიულ თავისებურებებზე ახალგაზრდებს ტრენინგი ჩაუტარათ იურისტმა ანი ნასყიდაშვილმა.
თითოეული ტრენინგზე გადაღებულ ვიდეო/აუდიო მასალაზე დაყრდნობით უახლოეს მომავალში მომზადდება სასწავლო ფილმები და განთავსდება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე, რისი მეშვეობითაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება მათი ნახვა და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავება. არასატრენინგო თავისუფალ დროს მოეწყო მცირედი ექსკურსია ბობნევის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ბანაკის ბოლო საღამოს, მონაწილეთა შორის გაიმართა ინტელექტუალური თამაში „ბრეინრინგი“..

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები