რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ლაშა შავდათუაშვილი: ,,კარალეთის ტურნირი ჩემი ინიციატივით ჩატარდა, პრიზებიც მე გავათამაშე"
საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი
გუშინ, 12 ოქტომბერს, სოფელ კარალეთში ქართული ჭიდაობის ტურნირს
დაესწრო. ამის ამსახველი ფოტოები სააგენტო Qartlsport.ge-ზე
გამოქვეყნდა. სააგენტოს ცნობით, ტურნირი ამავე სოფლის მკვიდრის,
ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის ინიციატივით გაიმართა.
ჯერ კიდევ 11 ოქტომბერს, Qartlsport.ge-მ დაანონსა, რომ 12 ოქტომბერს 18 საათზე კარალეთში, ლაშა შავდათუაშვილის ინიციატივით, საჭიდაო ტურნირი გაიმართებოდა.
ლაშა შავდათუაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას აცხადებს, რომ ტურნირის საორგანიზაციო საკითხები მთლიანად მან, საკუთარი სახსრებით, მოაგვარა.
,,ტურნირი მე ჩავატარე. როგორც სპორტსმენს, მინდოდა აბსოლუტურ წონაში ჩამეტარებინა. პრიზებიც მეც გავათამაშე. სტუმრები პერსონალურად არავინ მომიწვევია. ვინც მოვიდა, თავად მოვიდა" - ამბობს ლაშა შავდათუაშვილი.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს ფულადი ჯილდოები, თასები და მედლები გადაეცათ. შეჯიბრებაში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის ფალავნებმა მიიღეს მონაწილეობა.
გამარჯვებული გახდა საქართველოს აბსოლუტური ფალავნობის ორგზის გამარჯვებული პაატა ღვინიაშვილი (ქარელი). ფინალში მან გორელი გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა. მესამე ადგილზე ბექა ბერძენიშვილი (კასპი) გავიდა.
შეჯიბრებას ესწრებოდა არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი, ოლმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ძიუდოში, სამბოსა და თავისუფალ ჭიდაობაში.
ტურნირს ესწრებოდნენ აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, შიდა ქართლის რეგიონის, გორის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს ხელმძღვანელები.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები