რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მელაპარაკე
1990 წლიდან 2008 წლის აგვისტოს ომის
ჩათვლით საქართველოში დევნილად ათასობით ქართველი და ოსი იქცა. ჯერ
კიდევ, 2009 წელს ოსური მიგრაციის შესახებ კვლევა უმცირესობათა
საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
კვლევის შედეგად დადგინა, რომ, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, 24 729 დევნილია რეგისტრირებული.
რაც შეეხება ოსებს, 1989 წლის მონაცემებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის გარეთ 98 823 ეთნიკური ოსი ცხოვრობდა. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, ეს რიცხვი 38 028-მდე შემცირდა. რაც იმას გულისხმობს, რომ 1989 წლიდან 2002 წლამდე საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე აღარ ცხოვრობს 60 795 ეთნიკური ოსი.
ქარელის რაიონის სოფელ სუქითში ცხოვრობს ცოლ-ქმარი ნინა ხაჩიძე და ალიოშა ბესტავაშვილი. ისინი მარტო არიან და მეზობლები აღარ ჰყავთ. ამბობენ, რომ საბჭოთა პერიოდში სოფელში 25 კომლი ცხოვრობდა.
ალიოშა 81 წლისაა, ხოლო ნინა ხაჩიძე - 82 წლის. 53 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე ჯვარი წელს 13 სექტემბერს დაიწერეს.
ნინა ხაჩიძე იხსენებს, რომ სოფლის მოსახლეობა სახლებს უჩუმრად ტოვებდა: ,,როცა დილით რომელიმე სახლიდან ხმას არავინ გამცემდა, მივხვდებოდი, რომ წასულები იყვნენ. მიდიოდნენ ღამით, ჩუმად. შიში ჰქონდათ.“
მათ გაუმართლათ, რადგან შვილები არ წასულან არც რუსთავიდან და არც აგარიდან. მათი ლელა ბესტავაშვილი ამბობს, რომ მოხუცი მშობლები ამ ასაკშიც არ მიდიან შვილების ოჯახებში საცხოვრებლად.
,,დღეს სიტუაცია დაწყნარებულია. ვინც წავიდნენ ამ სოფლიდან,ზოგი მოდის-ხოლმე სანახავად. ერთი ოჯახი ჩამოვიდა ჩრდილოეთ ოსეთიდან. ოჯახის უფროსმა რომ დაინახა თავისი სახლი, ღობეს ჩამოეკიდა და ტირილი დაიწყო.“ - იხსენებს ლელა ბესტავაშვილი.
,,აქ ჩამოსულები ყვებიან-ხოლმე, რომ სიზმარს სხვაგან ვერ ნახულობენ. აქ როცა ჩამოდიან, მხოლოდ მაშინ ნახულობენ. თავიანთ სახლებში ნახულობენ“ - ამბობს ლელა ბესტავაშვილი.
მსოფლიოში ცნობილი ანსამბლის, ,,სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი ნოდარ ფილიევი ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთის სახალხო არტისტია. ის საქართველოდან 1992 წელს წავიდა. მას 70 წელი შეუსრულდა. ჩრდილოეთ ოსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მაყურებელს უამბო, რომ დაიბადა ულამაზეს სოფელ წითელსოფელში.
დღეს ეს სოფელი აღარ არსებობს. ბორჯომის რაიონში ასეთი სულ 9 სოფელი იყო. ტიმოთესუბანში ის ადამიანები მოვძებნეთ, რომლებიც ნოდარ ფილიევს იცნობდნენ. ერთ-ერთი მათგანი ალექსი გოგოლაძეა, 78-წლის. იხსენებს, რომ ნოდარ ფილიევი სკოლის პერიოდდიდან წაღვერის ცეკვის წრიდან ახსოვს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ლეთეთში სამი ოჯახი დარჩა. მათგან ერთ-ერთი ნინა კოზმანაშვილია. 90-იანი წლების ომის შემდეგ, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. იხსენებს, რომ ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა მის ოჯახშიც შეაღწია.
ის მცხეთის რაიონში იყო დაოჯახებული, თუმცა სისტემატიურად განიცდიდა ოჯახურ ძალადობას:
,,ერთხელ მცხეთიდან ავტობუსით მინდოდა წამოსვლა სოფელში. ჯერ არ მიშვებდნენ ავტობუსში, მერე რომ ავედი, იქიდანაც ჩამომაგდეს, მტკვრის პირზე. ბედად გზაზე ერთმა მანქანამ გამოიარა. ამიყვანეს სოფელში. ვტიროდი სახლში. მეუღლემ იკითხა, რა ატირებსო. როცა გაიგო, რაც მოხდა, აქეთ მე დამიწყო ცემა - ღირსი იქნებოდი, რამეს ეტყოდიო“ - იხსენებს ნინა კოზმანაშვილი.
ის შვილებთან ერთად 20-წელია ზემო ლეთეთში ცხოვრობს, სადაც არც გზა იყო და არც დენი. 25 წელი გაატარა მათთან ერთად. დღეს სახლი ენგრევა. ქარელის გამგეობა შეპირდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
აჩაბეთიდან დევნილი ზაირა გაგლოევი კვირაში ორჯერ ნიგოზას საჯარო სკოლაში დადის. ის წეროვანში, კოტეჯებში ცხოვრობს. აგვისტოს ომამდე თამარაშენის სკოლაში ოსურ ენას ასწავლიდა. 9-წლის წინანდელი საქმიანობა ომის შემდეგაც გააგრძელა და სამუშაოდ ნიგოზაში გაგზავნეს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლაში მოსწავლეები რამდენიმე სოფლიდან დადიან. აქ ერთმანეთის გვერდით ქართველი და ოსი ბავშვები სწავლობენ. დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის დაფინანსებით, შერეულ სოფლებში ოსური ენის შესასწავლად პედაგოგები გაგზავნეს. მათ რიცხვში აღნიშნული სკოლაც მოხვდა.
სკოლაში ოსურ ენას ორ - უმცროს და უფროს ჯგუფებად ასწავლიან. მაგალითად, უმცროს ჯგუფში 8 მოსწავლეა, რომელთა ნაწილი რენედან დადის, ნაწილი ჩობალაურიდან და სხვა სოფლებიდან, ნაწილი კი, ადგილობრივია.
აგვისტოს ომის შემდეგ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთიდან მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაციები საქართველოში მცხოვრები ოსების შევიწროების, დაჩაგვრის თუ მათი საცხოვრებელი ადგილებიდან აყრის შესახებ, რაც შემდგომში არაერთი პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გამხდარა. მრავალი ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციის გავრცელებამ უმცირესობათა საკითხების ევროპულ ცენტრს (EჩMI) გადააწყვეტინა საგანგებოდ შეესწავლა ეს საკითხი, და ასევე ჩაეტარებინა კვლევა, რომელიც პასუხს გასცემდა ისეთ საინტერესო და აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა აგვისტოს ომის გავლენა ოსურ-ქართულ ურთიერთობებზე, ის თუ რამდენად შეიცვალა დემოგრაფიული ბალანსი საქართველოს ოსებით დასახლებულ რაიონებში და თუ როგორი დემოგრაფიული და მიგრაციული ტენდენციები ჭარბობს თანამედროვე პოლიტიკური პროცესების ფონზე და ზოგადად რა გავლენა მოახდინა აგვისტოს ომმა საქართველოში მცხოვრები ოსების მდგომარეობაზე.
კვლევის საწყის ეტაპზე განზრახული იყო შეესწავლათ ინტერეთნიკური ურთიერთოებები კონფლიქტის ზონის მომიჯნავე შიდა ქართლის სხვადასხვა რაიონებში, თუმცა მუშაობის პროცესში კვლევის გეოგრაფიული არეალი გაზარდეს და მოიცვეს საქართველოს ყველა რეგიონი,
უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) დასკვნით, ინტეგრაციის დონე საქართველოში მცხოვრებ ოსებში ძალიან მაღალია, სხვა ეროვნული უმცირესობებისაგან განსხვავებით ენობრივი ბარიერი ოსებისათვის პრაქტიკულად არ არსებობს, ხშირ შემთხვევაში მათთვის პრობლემას წარმოადგენს მშობლიური ენის ცოდნა და ამ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა.
,,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობებს რაიმე უარყოფითი ცვლილებები არ განუცდია, დამოკიდებულება ომთან და კონფლიქტის გადაჭრასთან ორივე თემში დაახლოებით ერთნაირია.მიუხედავად იმისა, რომ ყოფით დონეზე ქართულ-ოსური ურთიერთობები ომის შემდგომაც მჭიდრო და მეგობრულია, ომის გავლენა მაინც თვალში საცემია ოსურ თემში გაჩენილი სიფრთხილის და შიშის გამო. გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა გაურკვევლობას გამოხატავს მომავალთან დაკავშირებით, 1990-იანი წლების დასაწყისის არასასიკეთო გამოცდილების გათვალისწინებით ოსური მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს მომავალს და საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში არა აქვს საკუთარი უსაფრთხოების განცდის შეგრძნება.“ - აღნიშნულია დასკვნაში.

ლელა
ბესტავაშვილი - ,,სიზმარს აქ
ნახულობენ“

ნოდარ ფილიევი: ,,მე დავიბადე საქართველოში, პატარა
შვეიცარიაში“
მსოფლიოში ცნობილი ანსამბლის, ,,სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი ნოდარ ფილიევი ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთის სახალხო არტისტია. ის საქართველოდან 1992 წელს წავიდა. მას 70 წელი შეუსრულდა. ჩრდილოეთ ოსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მაყურებელს უამბო, რომ დაიბადა ულამაზეს სოფელ წითელსოფელში.
დღეს ეს სოფელი აღარ არსებობს. ბორჯომის რაიონში ასეთი სულ 9 სოფელი იყო. ტიმოთესუბანში ის ადამიანები მოვძებნეთ, რომლებიც ნოდარ ფილიევს იცნობდნენ. ერთ-ერთი მათგანი ალექსი გოგოლაძეა, 78-წლის. იხსენებს, რომ ნოდარ ფილიევი სკოლის პერიოდდიდან წაღვერის ცეკვის წრიდან ახსოვს.
ნინა
კოზმანაშვილი: ,,სოფელმაც და ქმარმაც გამწირა, თავი ამ მიუვალ ადგილს
შემოვაფარე“
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ლეთეთში სამი ოჯახი დარჩა. მათგან ერთ-ერთი ნინა კოზმანაშვილია. 90-იანი წლების ომის შემდეგ, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. იხსენებს, რომ ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა მის ოჯახშიც შეაღწია.
ის მცხეთის რაიონში იყო დაოჯახებული, თუმცა სისტემატიურად განიცდიდა ოჯახურ ძალადობას:
,,ერთხელ მცხეთიდან ავტობუსით მინდოდა წამოსვლა სოფელში. ჯერ არ მიშვებდნენ ავტობუსში, მერე რომ ავედი, იქიდანაც ჩამომაგდეს, მტკვრის პირზე. ბედად გზაზე ერთმა მანქანამ გამოიარა. ამიყვანეს სოფელში. ვტიროდი სახლში. მეუღლემ იკითხა, რა ატირებსო. როცა გაიგო, რაც მოხდა, აქეთ მე დამიწყო ცემა - ღირსი იქნებოდი, რამეს ეტყოდიო“ - იხსენებს ნინა კოზმანაშვილი.
ის შვილებთან ერთად 20-წელია ზემო ლეთეთში ცხოვრობს, სადაც არც გზა იყო და არც დენი. 25 წელი გაატარა მათთან ერთად. დღეს სახლი ენგრევა. ქარელის გამგეობა შეპირდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ზაირა
გაგლოევა - ,,შვილებთან წეროვანში
წამოვედი“
აჩაბეთიდან დევნილი ზაირა გაგლოევი კვირაში ორჯერ ნიგოზას საჯარო სკოლაში დადის. ის წეროვანში, კოტეჯებში ცხოვრობს. აგვისტოს ომამდე თამარაშენის სკოლაში ოსურ ენას ასწავლიდა. 9-წლის წინანდელი საქმიანობა ომის შემდეგაც გააგრძელა და სამუშაოდ ნიგოზაში გაგზავნეს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლაში მოსწავლეები რამდენიმე სოფლიდან დადიან. აქ ერთმანეთის გვერდით ქართველი და ოსი ბავშვები სწავლობენ. დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის დაფინანსებით, შერეულ სოფლებში ოსური ენის შესასწავლად პედაგოგები გაგზავნეს. მათ რიცხვში აღნიშნული სკოლაც მოხვდა.
სკოლაში ოსურ ენას ორ - უმცროს და უფროს ჯგუფებად ასწავლიან. მაგალითად, უმცროს ჯგუფში 8 მოსწავლეა, რომელთა ნაწილი რენედან დადის, ნაწილი ჩობალაურიდან და სხვა სოფლებიდან, ნაწილი კი, ადგილობრივია.
ომის
გამეორების შიში
აგვისტოს ომის შემდეგ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთიდან მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაციები საქართველოში მცხოვრები ოსების შევიწროების, დაჩაგვრის თუ მათი საცხოვრებელი ადგილებიდან აყრის შესახებ, რაც შემდგომში არაერთი პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გამხდარა. მრავალი ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციის გავრცელებამ უმცირესობათა საკითხების ევროპულ ცენტრს (EჩMI) გადააწყვეტინა საგანგებოდ შეესწავლა ეს საკითხი, და ასევე ჩაეტარებინა კვლევა, რომელიც პასუხს გასცემდა ისეთ საინტერესო და აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა აგვისტოს ომის გავლენა ოსურ-ქართულ ურთიერთობებზე, ის თუ რამდენად შეიცვალა დემოგრაფიული ბალანსი საქართველოს ოსებით დასახლებულ რაიონებში და თუ როგორი დემოგრაფიული და მიგრაციული ტენდენციები ჭარბობს თანამედროვე პოლიტიკური პროცესების ფონზე და ზოგადად რა გავლენა მოახდინა აგვისტოს ომმა საქართველოში მცხოვრები ოსების მდგომარეობაზე.
კვლევის საწყის ეტაპზე განზრახული იყო შეესწავლათ ინტერეთნიკური ურთიერთოებები კონფლიქტის ზონის მომიჯნავე შიდა ქართლის სხვადასხვა რაიონებში, თუმცა მუშაობის პროცესში კვლევის გეოგრაფიული არეალი გაზარდეს და მოიცვეს საქართველოს ყველა რეგიონი,
უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) დასკვნით, ინტეგრაციის დონე საქართველოში მცხოვრებ ოსებში ძალიან მაღალია, სხვა ეროვნული უმცირესობებისაგან განსხვავებით ენობრივი ბარიერი ოსებისათვის პრაქტიკულად არ არსებობს, ხშირ შემთხვევაში მათთვის პრობლემას წარმოადგენს მშობლიური ენის ცოდნა და ამ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა.
,,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობებს რაიმე უარყოფითი ცვლილებები არ განუცდია, დამოკიდებულება ომთან და კონფლიქტის გადაჭრასთან ორივე თემში დაახლოებით ერთნაირია.მიუხედავად იმისა, რომ ყოფით დონეზე ქართულ-ოსური ურთიერთობები ომის შემდგომაც მჭიდრო და მეგობრულია, ომის გავლენა მაინც თვალში საცემია ოსურ თემში გაჩენილი სიფრთხილის და შიშის გამო. გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა გაურკვევლობას გამოხატავს მომავალთან დაკავშირებით, 1990-იანი წლების დასაწყისის არასასიკეთო გამოცდილების გათვალისწინებით ოსური მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს მომავალს და საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში არა აქვს საკუთარი უსაფრთხოების განცდის შეგრძნება.“ - აღნიშნულია დასკვნაში.
ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები