რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ექთნის საქმე" გორის #1 ბაგა-ბაღში დირექტორის წასვლით დასრულდა
გორის 1-ლი ბაგა-ბაღის დირექტორმა ლალი ბაიაძემ,
სამსახურიდან წასვლის შესახებ, განცხადება ოფიციალურად დაწერა. ამის
შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში ფეისბუქის მეშვეობით
გაავრცელა.
ლალი ბაიაძემ წერილობით, საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს, დღეს, 16 ოქტომბერს მიმართა.
,,#1 სკოლამდე აღზრდის საჯარო დაწესებულებაში განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გამხადა მოგმართოთ განცხადებით ჩემი არსებული თანამდებობის დატოვების შესახებ" - სწერს ლალი ბაიაძე სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელს.
ლალი ბაიაძე განმარტავს, რომ მას ბრალი, თანამშრომლებთან კონფლიქტის შესახებ, უსამართლოდ წაუყენეს:
,,2002 წლიდან ვმუშაობდი აღნიშნულ ბაგა-ბაღში დირექტორად. ამ წლების განმავლობაში ბაგა-ბაღი ძლიერი გუნდით მუშაობდა. არასოდეს მომხდარა კონფლიქტი. ბრალდება, რომ ბაგა-ბაღის თანამშრომლები ჩემ გამო ტოვებენ სამსახურს, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. უსამართლო და შეურაცხმყოფელია. რის გამოც, მოვითხოვ სამსახურიდან გამანთავისუფლოთ" - აღნიშნულია განცხადებაში.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრა გაარკვია, რომ ,,ექთნის საქმე" გორის მერის კაბინეტში განიხილეს, სადაც ესწრებოდნენ გორის მერი, კოტე თავზარაშვილი, მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი და ბაღის დირექტორი ლალი ბაიაძე. განიხილეს ექთნის პრეტენზია დირექტორის მიმართ. რაც, შეხვედრის მონაწილეებს შორის, კამათის საფუძველი გახდა. სწორედ, ამ შეხვედრის შემდეგ განუცხადა ლალი ბაიაძემ თანამშრომლებს, რომ ბაღი არ იმსახურებს შელანძღულ დირექტორს.
12 ოქტომბერს, ლალი ბაიაძე, რომელიც გორის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბაგა-ბაგს 16 წელი ხელმძღვანელობდა, პედაგოგებს და მშობლებს დაემშვიდობა. დილით, ყველასთვის მოულოდნელად, მან სოციალურ ქსელში განცხადება, ბაღიდან წასვლის თაობაზე, გააკეთა.
ლალი ბაიაძემ განაცხადა, რომ ის საბავშვო ბაღს ტოვებს შემდეგი მიზეზების გამო:
,,მე არ მინდა 1. ბაგა-ბაღებს სააგენტო მართავდეს 2. ბაგა-ბაღი უნდა იყოს დამოუკიდებელი ა(ა)იპი ... და 3. ვერ წარმომიდგენია ბაგა-ბაღს შენობაში შტატით არ ყავდეს მეთოდისტი ... ( სხვა შტატებზე ყურადღება თქვენ გაამახვილეთ): ყველაზე მთავარი, ჩემი დირექტორობის პერიოდში სამჯერ განახლებულ ბაგა-ბაღს არ მინდა ისეთი ხელმძღვანელი ყავდეს რომელსაც დაუმსახურებელ შენიშვნებს აძლევენ! და თითს უქნევენ!" - წერს ლალი ბაიაძე სოციალურ ქსელში.
,,ნაკლები დრო მაქვს საიმისოდ, რომ სოციალურ ქსელში ვიმუშაო და ვათვალიერო პოსტები." - გვითხრა ბაღების გაერთიანების დირექტორმა ლია კოვზიაშვილი. - ,,გუშინ ქალბატონმა ლალიმ დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა გამოკვლევაზე ორი დღით. ადრეც მითხრა, რომ ოპერაციაზე მივდივარ, უნდა ოპერაცია გავიკეთოო. მანდ რაც წერია სოციალურ ქსელში, მაგდაგვარი, აბსოლუტურად, არაფერი უთქვამს ჩემთვის. ზოგადად, ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა მანამდე." - გვითხრა ლია კოვზიაშვილმა
ლალი ბაიაძემ წინასწარ გამოცხადებულ დროზე, 18 საათზე, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჯერ მშობლებთან, შემდეგ აღმზრდელებთან გამართა. ამის ამსახველი ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო და გაავრცელა. იმავე საღამოს, საბავშვო ბაღების გაერთიანების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ერთ-სიტყვიანი განცხადება, რომლის მიხედვით, ლალი ბაიაძემ სააგენტოს, ოპერაციის გაკეთების მიზნით, 2-კვირიანი ბიულეტენი მოსთხოვა.
თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება კი, დღეს, საჯაროდ გახდა ცნობილი.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები