რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
რატომ ითამაშეს დევნილმა ბავშვებმა ფეხბურთი მსაჯის გარეშე
სიმულაციური მსოფლიო ჩემპიონატი გაითამაშეს დღეს
მოზარდმა ბიჭებმა და გოგონებმა ვერხვების დევნილთა დასახლების მინი
სტადიონზე. ამით ქალთა მიმართ არსებული დისკრიმინაციული მიდგომა
გააპროტესტეს, რომლის მიხედვით, ბევრ ქვეყანაში ქალებს არა თუ
ფეხბურთის თამაში, არამედ საფეხბურთო მატჩზე დასწრებაც ეკრძალება.
,,გოლი დისკრიმინაციის წინააღმდეგ" - ასეთი იყო სლოგანი პირველი-ორი მატჩისა, რომელიც ,,სამოქალაქო ფორუმის" ინიციატივით გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნონა ხიზანიშვილის თქმით, ქვეყნების სახელწოდებები თვითონ მოსწავლეებმა აირჩიეს. საფეხბურთო მატჩის შემდეგ, გუნდის წევრებმა პრეზენტაციები გამართეს:
,,პრეზენტაციაზე ისაუბრებენ დასახელებულ ქვეყნებში ქალთა მდგომარეობის შესახებ. იმსჯელებენ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობაზე და მიღწეულ შედეგებზე" - ამბობს ნონა ხიზანიშვილი.
,,სამოქალაქო ფორუმის" წარმომადგენელი ავთანდილ ბიბილაშვილი დეტალურად აღწერს თამაშის პრინციპებს:
,,გუნდის წევრებს ავუხსენით, რომ მათ ფეხბურთი უნდა ითამაშონ მსაჯის გარეშე. თამაშის წესებზე თავადვე შეთანხმდნენ. მატჩის შემდეგ კი, გაანალიზებენ, თუ რა წესები ვერ დაიცვეს, რატომ ვერ დაიცვეს და გამოხატონ პოზიციები" -განმარტავს ავთანდილ ბიბილაშვილი.
დღეს სულ სამი თამაში ჩატარდა. პირველი თამაში იყო შერეული, მეორე თამაშში, მხოლოდ, გოგონები მონაწილეობდნენ, მესამეში კი - ვაჟები. დღევანდელი ღონისძიება ასევე მიეძღვნა სკრელ თანატოლებს. ავთანდილ ბიბილაშვილი ამბობს, რომ სკრის დევნილთა დასახლებაში მოზარდებს სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობის საშუალება ნაკლებად აქვთ.
ღონისძიება გაიმართა შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმის და Civil Forum მიერ და ხორციელდება FARE network მხარდაჭერით.
ფეხბურთის სახალხო კვირეული სახელწოდებით #Footballpeople იმართება ყოველწლიურად 8-22 ოქტომრბის ჩათვლით და მასში ჩართულები არიან მსოფლიო ყველა კუთხიდან სხსვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები.
კვირეულის მიზანია ფეხბურთის გამოყენება როგორც მხარდამჭერი მეთოდი: თანასწორობის; ტოლერანტობის; ანტი დისკრიმინაციის; მრავალფეროვნების; გენდერული თანასწორობის.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები