რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ახლობლების თქმით 9-წლის ბავშვი მოკლულია (VIDEO)
9 წლის გოგონა, რომელსაც გორში პოლიცია დღეს შუადღიდან ეძებდა, მოკლული იპოვეს. ინფორმაცია ჟურნალისტებს ბავშვის ახლობლებმა დაუდასტურეს.

მდინარე ლიახვის სანაპიროსთან, სადაც ცხედარია ნაპოვნი, უამრავი ადამიანია შეკრებილი.  ახლობლები ამბობენ, რომ ბავშვი ნაწამებია. მათი თქმით, ვიდრე შემთხვევის ადგილზე კინოლოგები მივიდოდნენ, მოსახლეობამ ტერიტორია მანამდე დაათვალიერა.

მესამე კლასელი გოგონას კვალი სკოლიდან გამოსვლის შემდეგ დაიკარგა. სკოლაში ამბობენ, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა.

იმ ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, სადაც ცხედარი იპოვეს, გოგონა მეზობლებმა უკანასკნელად დაინახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 წლის გოგონას საქმეზე პირველ ინფორმაცია გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება".

9 წლის გოგონას პოლიცია და ოჯახი დღეს შუადღის შემდეგ ეძებდა. მისი ცხედარი ცოტა ხნის წინ მდინარე ლიახვის სანაპიროზე იპოვეს
.



ამავე თემაზე:

1. გორელი ადვოკატების ნაწილი ბრალდებულის დაცვაზე უარს აცხადებს

2. შსს-ს 9-წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს

3. 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 14 წლის წინ გატაცებული ბიჭის საქმეში ფიგურირებდა

4. ცეკვის მასწავლებელი: ,,ბავშვი მშობლებმა გაკვეთილის შემდეგ მოიკითხეს"

5. ადგილი, სადაც გოგონა წუხელ გარდაცვლილი ნახეს

6. შენობა, სადაც გარდაცვლილი გოგონას სისხლის კვალი იპო

7. შსს: ,,დაკავებულია 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირი"

8. კახაბერ საბანაძე: ,,დაკავებულია ერთი პირი"

9. გარდაცვლილი გოგონას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

10. ახლობლების თქმით 9-წლის ბავშვი მოკლულია (VIDEO)

11. გორში 9 წლის მოზარდი მოკლული იპოვეს

12. გორში 9-წლის გოგონას ეძებენ

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.