რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სკოჩით აღდგენილი სამაგიდო სია (PHOTO)
,,სამართლიანი არჩევნების გორის ორგანიზაციის"
წარმომადგენლებმა კომბინატის დასახლებაში მომხდარი ფაქტის შესწავლა
დაიწყეს. მათმა დამკვირვებლებმა ფოტო გადაიღეს, სადაც ასახულია
,,სკოჩით" აღდგენილი სამაგიდო სია.
დღეს კომბინატში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ სამაგიდო სია დახია.მეათე საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ვერ აკონკრეტებენ მიზეზს, რამაც შესაძლოა მოქალაქის გაღიზიანება გამოეწვია.
საოლქო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი ამბობს, რომ დახეული სია ,,სკოჩით" შეკრეს.
,,პროცესი ჩვეულებრივი აღდგა. პოლიცია იქნა გამოძახებული და გამოძიებას ისინი აწარმოებენ. უბნის წევრები ამბობენ, რომ მისულები იყვნენ ბებია, შვილი და შვილიშვილი. ისინი სიაში იყვნენ, თუმცა მოულოდნელად გაღიზიანდა ერთ-ერთი მათგანი და სია დახია" - აცხადებს მალხაზ მირუაშვილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ თუ აღდგენილი სამაგიდო სია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მონაცემები კომისიის წევრებისთვის გასაგებია, ამ შემთხვევაში, მისაღები იყო ამ მეთოდით ქაღალდის აღდგენა.
,,ეს ის შემთხვევაა, როდესაც ახალ სამაგიდო სიას ვეღარ მიიტანენ. ახსნა-განმარტებები უნდა დაიწეროს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამაგიდო სიის აღდგენა შესაძლებელი გახდა" - აღნიშნავს ქეთი ბებიაშვილი.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები