რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
არჩევანი გამყოფ ხაზთან (ინფოგრაფიკა)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ხმების
უმრავლესობა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.
თუმცა, 25 თემიდან არის უბნები, სადაც ,,გაერთიანებული ოპოზიციის“
წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია აღნიშნული უბნების მონაცემები. ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გამყოფ ხაზთან მდებარე 25 უბნიდან სალომე ზურაბიშვილს 5650 ხმა, ხოლო - გრიგოლ ვაშაძემ 4952 ხმა ერგო.
სოფლებში, სადაც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, საოკუპაციო ხაზის დარღვევის გამო, მოქალაქეებს აკავებენ, მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა წარმატება მიაღწია ერგნეთში, კირბალში, ბერშუეთში, ნიქოზში, ხვითში, ფლავში, ფლავისმანში, ხურვალეთში, ქვემო ჭალაში, ლამისყანაში, კოდისწყაროში, ქერეში, არბოში, მერეთში, ფცაში (ღოღეთი, თამარაშენი) და ავლევში (ცერონისი, კნოლევი)
რაც შეეხება ,,გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძემ წარმატებას მიაღწია: დვანში, ატოცში, დიცში, ტირძნისში, კარბში, ქვემო არცევში, ქვეშში, ახალუბანში, მეჯვრისხევში. თითოეულ უბანზე შედის ასევე სხვადასხვა სოფელი, სადაც უბნები ცალკე გახსნილი არაა.
იხილეთ მონაცემები უბნების მიხედვით: ლურჯი ფერით აღნიშნულია ის უბნები, სადაც სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, ხოლო წითელი ფერით - გრიგოლ ვაშაძის მოგებული უბნები.
გორის 32-ე საოლქო კომისიაში 105-ვე უბნის შედეგები ცნობილია. საბოლოო მონაცემები ასეთია:
გრიგოლ ვაშაძე - 42,5 %, (20 994 ხმა)
სალომე ზურაბიშვილი - 34,61% (17 099 ხმა)
დავით ბაქრაძე - 11,78% (5 882 ხმა)
სულ ამომრჩეველთა რაოდენობა 111 623-ია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50 880 მოქალაქემ. არ მივიდა 60 743 მოქალაქე.
კასპის 30-ე საოლქო კომისიაშიც ცნობილია 38-ვე უბნის შედეგები. საბოლოო მონაცემები ასეთია:
გრიგოლ ვაშაძე - 39,64 %, (6918 ხმა)
სალომე ზურაბიშვილი - 39,27% (6854 ხმა)
დავით ბაქრაძე - 10,24% (1787 ხმა)
სულ ამომრჩეველთა რაოდენობა 39 994-ია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18 013-მა მოქალაქემ. არ მივიდა 21 935 მოქალაქე.
საოლქო საარჩვენო კომისიებმა არაუგვიანეს 8 ნოემბრისა უნდა შეაჯამონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო არაუგვიანეს 17 ნოემბრისა ცესკო სხდომაზე შეაჯამებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს

გორი

კასპი
საოლქო საარჩვენო კომისიებმა არაუგვიანეს 8 ნოემბრისა უნდა შეაჯამონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო არაუგვიანეს 17 ნოემბრისა ცესკო სხდომაზე შეაჯამებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს
ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები