რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ბოლო სამ წელიწადში დვანის საბავშვო ბაღში ბავშვთა კონტინგენტი გაზრდილია
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დვანში, აგვისტოს ომის შემდეგ, 2015-2016 წლებში აღსაზრდელთა რაოდენობამ 10-15 ბავშვით მოიმატა. თუკი 2014 წელს 35-40 ბავშვი ირიცხებოდა, 2017 წელს, ბაღში 56 აღსაზრდელი დადიოდა. 2018 წელს 50 ბავშვი ჰყავთ.

ბაღის ხელმძღვანელი ინგა კოპაძე ამბობს, რომ 2019 წლისთვის ახალი ახალი ჯგუფი 10 ბავშვით დაკომპლექტდება.

კონტინგენტის გაზრდის ერთერთ მიზეზად ბაღის გამგე შენობის მოწესრიგებას და ინფრასტრუქტურის სრულ განვითარებას ასახელებს. ამას ემატება სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის, გაზიფირებისა და ელექტროგამრიცხველიანების პრობლემის მოგვარებაც.

სოფელში მთავარ პრობლემად მაინც უმუშევრობა სახელდება. ,,შენობა 2014 წელს ევროკავშირის დახმარებით გარემონტდა. ფაქტობრივად, საბავშვო ბაღში ყველაფერი მოწესრიგებულია, სათამაშოებიდან დაწყებული ჰიგიენური საგნებით დამთავრებული. ცხელი წყალიც გვაქვს" - ამბობს ბაღის ხელმძღვანელი ინგა კოპაძე.

საბავშვო ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი და ის ტახტისძირის მოსახლეობასაც ემსახურება
.

გგუშინ სადღესასწაულო ღონისძიება ,,შემოდგომა 2018" გამართეს. 5 და 6-წლიანი ჯგუფის წევრებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. განსაკუთრებით, მხიარულება მუსიკის ხელმძღვანელისა და აღსაზრდელების ერთობლივად შესრულებულმა ნომერმა გამოიწვია.

ჯგუფის აღმზრდელია ნათია ლოქაბიძე

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.