რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების პირველი ტური შეაფასა
,,არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული. კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, ამომრჩევლებმა კი საკუთარი არჩევანის გაკეთება შეძლეს მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შეინიშნა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიაში სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი საჯარო მოხელეების მონაწილეობის შემთხვევები.“ - აღნიშნულია ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემოწირულობებს შორის არსებული საგრძნობი სხვაობა და ხარჯვის მეტისმეტად დიდი მაჩვენებლები არათანაბარ საასპარეზო მოედნის ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი მოსაზრებების წარმოსაჩენად ყველა კანდიდატს დაუთმო თავისი პლატფორმა, კერძო მფლობელობაში არსებული ედია საშუალებების მკვეთრად პოლარიზებულმა ხასიათმა და მწვავე რიტორიკამ და ასევე მოვლენების ანალიტიკურად შეფასების ნაკლებობამ შეასუსტა ამომრჩევლების შესაძლებლობა, გაეკეთებინათ სრულად ინფორმირებული არჩევანი.

საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებმაც გაზარდა მართველი პარტიის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე და არასაკმარისმა გამჭვირვალობამ არაპარტიული წევრების შერჩევის პროცესში გააძლიერა მიკერძოებულობის აღქმა.

კენჭისყრის დღემ საერთო ჯამში პროფესიონალურად მაღალ დონეზე, მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩაიარა, ხმების დათვლის დროს შემჩნეული ზოგიერთი პროცედურული ხარვეზის, პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედი ბევრი ადგილობრივი დამკვირვებლისა და მედია საშუალებისა და ასევე საარჩევნო უბნებს გარეთ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მხრიდან ამომრჩეველზე პოტენციური ზემოქმედების მოხდენის მცდელობის მიუხედავად, საკანონმდებლო ჩარჩო ყოვლისმომცველია და სათანადო საფუძველს ქმნის არჩევნების დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩასატარებლად.

საარჩევნო კოდექსში 2017 და 2018 წლებში შეტანილი ცვლილებების შედეგად რამდენიმე საკითხის ტექნიკური მხარის გაუმჯობესება მოხდა, კვლავ რჩება გარკვეული უზუსტობები.

აგრეთვე, ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებისას არ იქნა გათვალისწინებული, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის და ევროსაბჭოს რეკომენდაციები, კოდექსში არსებული უზუსტობების აღმოსაფხვრელად, რაც წარმოადგენს დაკარგულ შესაძლებლობას. არჩევნების ადმინისტრირება ხდება სამდონიანი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია უძღვება.

ცესკომ დიდი ძალისხმევა გაიღო საარჩევნო კომისიების ქვედა დონეებზე კომისიების წევრთა კომპეტენციის დონის ასამაღლებლად. მას საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების უმრავლესობა ნდობას უცხადებს. რადგან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გააჩნია მსგავსი საკითხების რეგულირების შესაბამისი მექანიზმი. ქვედა დონეზე არაპარტიულ წევრთა შერჩევის პროცესი არათანმიმდევრულად და გაუმჭირვალედ ჩატარდა.

დარეგისტრირებულია 3.5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი. სახელმწიფო უწყებებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად, საარჩევნო კომისიებმა კი ამომრჩევლებს შესაძლებლობა მისცეს გადაემოწმებინათ საკუთარი პირადი მონაცემები. საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათ ეჭვი არ შეაქვთ ამომრჩეველთ სიის სიზუსტეში.

სახელმწიფო აუდიტის
სამსახურმა არჩევნების დღემდე დროულად დაამოწმა და გამოაქვეყნა ანგარიშები. თუმცა, დარღვევის რეაგირებაზე განსაზღვრული ვადების არარსებობა და ინსტიტუტიის არასაკმარისი რესურსები, იწვევს შეშფოთებას კამპანიის ფინანსების ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

დებატების დროს მნიშვნელოვანი საკითხების არასაკმარისმა განხილვამ წინასაარჩევნო კამპანიის ზედაპირულმა გაშუქებამ და მკვეთრად პოლარიზებული მედიის მიერ მომზადებული ანალიტიკური ანგარშების ნაკლებობამ ამომრჩეველს სრულყოფილად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა შეუზღუდა. მაშინ, როცა კანონით უფასო საეთერო დრო მხოლოდ პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატებისთვის არის გათვალისწინებული, ორივე საზოგადოებრივმა ეროვნულმა მაუწყებელმა გადაწყვიტა ყველა კანდიდატისთვის ერთი და იმავე ოდენობის უფასო საეთერო დრო დაეთმო და გამართა მრავალი დებატი, სადაც მათ თავისი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა მიეცათ.

მედიის მარეგულირებელი ორგანო წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ჩართვისას ყოველთვის არ ავლენდა გამჭვირვალე და მიუკერძოებელ მიდგომებს. მედია მონიტორინგის შედეგებმა გამოავლინა, რომ ბევრი კერძო მედია საშუალება წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას მკვეთრად მიკერძოებული იყო.

საჩივრებსა და სარჩელებს საარჩევნო ადმინისტრაცია და სასამართლოები ღია და გამჭვირვალე სხდომებზე კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით განიხილავდნენ. საარჩევნო დავების გადაწყვეტის კომპლექსური სისტემა, საჩივრების აღძვრისა და ზოგიერთი გადაწყვეტილების გასაჩივრების შეზღუდული უფლება და ასევე გადაწყვეტილებების გამოტანისას არასაკმარისი სამართლებრივი არგუმენტაცია ზღუდავდა დავების ეფექტურად გადაწყვეტის პროცესს, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან (ODIHR EOM) საუბრისას მხარეები საჩივრების გადაწყვეტის სისტემის მიმართ უნდობლობას გამოთქვამდნენ. საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვებას მოქალაქეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ.

დამკვირვებელთა აკრედიტაციის პროცესი ინკლუზიურად და პროფესიონალური სტანდარტების დაცვით ჩატარდა. წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ინტენსიური ვერბალური შეტევის ობიექტი გახდნენ მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირებისა და მაღალჩინოსანი საჯარო მოხელეების მხრიდან. თუმცა, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მუშაობამ ხელი შეუწყო პროცესის გამჭვირვალობის შენარჩუნებას.
კენჭისყრის დღემ საერთო ჯამში პროფესიონალურად მაღალ დონეზე, მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩაიარა. თუმცაღა, ხშირ შემთხვევაში, ამომრჩეველთა სიებით შეიარაღებული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, რომლებიც საარჩევნო უბნებს გარეთ აღნიშნავდნენ, თუ ვინ მოვიდა ხმის მისაცემად, შეშფოთების საფუძველს ქმნის, რადგან დასჯის შიშის ზეწოლის ქვეშ მყოფ ამომრჩევლებს ეზღუდებათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

ხმის მიცემის პროცესი დადებითად შეფასდა, თუმცა, ამ ადგილობრივი დამკვირვებლებისა და პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედი მედია საშუალებების აქტივობამ, მთელ პროცესზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. ხმების დათვლის პროცესი ნაკლებად პოზიტიურად შეფასდა, პროცესის მიმდინარეობისას შემჩნეული პროცედურული ხარვეზების, პროცესის ხელშეშლის მცდელობისა და დაძაბულობის გამწვავების შემთხვევების გამო.


იხ. ანგარიში სრულად
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.