რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცი სავარაუდოდ ,,მაგიური სოკოს" ზემოქმედების ქვეშ იყო
გორში, მამაკაცი დააკავეს, რომელსაც
პროკურატურამ ოჯახის წევრების ცემასა და ნარკოტიკული საშუალების
შეძენა-შენახვის ბრალდება წარუდგინა. 30-წლამდე ასაკის მამაკაცი
,,გორმედის" საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა და ბადრაგი
მეთვალყურეობდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ე.წ. მაგიური სოკოს
ზემოქმედების ქვეშ იყო, რომელიც ევროპის ქვეყნებში ,,ა" კლასის
ნარკოტიკად მიიჩნევა.
მაგიური სოკოს ოფიციალური სახელწოდებაა ფსილობიცინი - როგორც ჰალუცინოგენური ნივთიერება. ის გაერთიანებულ სამეფოში გათანაბრებულია ჰეროინთან და იყენებენ დეპრესიის წინააღმდეგ.
,,პოლიციის მიერ მოყვანილი იყო კლინიკაში პაციენტი, გამოხატული იყო მედიკამენტების ტოქსიური ეფექტი, ძალიან მძიმე ნევროლოგიური აშლილობებით, კომამდე. მოგვიწია პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. დეტოქსიკაციის და ყველა პარამეტრის დარეგულირების შემდეგ, მისი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა. რის შემდეგაც, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური სუნთქვიდან და დღეს, სამართალდამცავების მიერ გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ანუ ციხის საავადმყოფოში. ჩვენთან ამ პაციენტის სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა, მდგომარეობა გაუმჯობესდა, სასიცოცხლო ფუნქციები დარეგულირდა და შესაძლებელი გახდა მისი გადაყვანა. გეტყვით იმასაც, რომ ტექნიკურად საკმაოდ რთული იყო, მოგეხსენებათ, მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში და სამი ბადრაგი ადგა თავზე. გარდა ინტოქსიკაციისა, აღენიშნებოდა ექსკორაციები სახეზე და მარჯვენა ხელის მტევანზე თითები ჰქონდა დაზიანებული. ბუნებრივია, ეს დაზიანებები ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. ჩვენივე კლინიკაში შემოყვანილი იყო სხვა პაციენტიც, ქალი, რომელსაც ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა ყელისა და მხრის არეში, თუმცა, ეს ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა. ქირურგიული დამუშავების შემდეგ, პაციენტი გაეწერა ბინაზე და უტარდება ამბულატორიული მკურნალობა (შეხვევებზე დადის)“, - აცცხადებს სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ყაზაიშვილი.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები