რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გია ვოლსკი 9-წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ნასამართლეობის ისტორიას აქვეყნებს
“რამდენიმე დღეა ოპონენტები მიზანმიმართულად იტყუებიან და ცდილობენ,
რომ მოსახლეობა და ოჯახიც შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს და გორში,
მცირეწლოვანი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და ციხე
ასე დატოვა." - ამის შესახებ პარლამენტარი გია ვოლსკი განცხადებას
ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, გოგონას მკვლელობამდე, ბრალდებული ორი მუხლით იყო გასამართლებული და მსჯავრდებული.
გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს, 2004 წლის დეკემბერში, ბრალი მხოლოდ თანხის გამოძალვისთვის წაუყენეს და 3 წელი მიუსაჯეს. 11-წლის მოზარდის გაუჩინარებაში სხვაგვარი მონაწილეობა გამოძიებამ ვერ დაადგინა.
3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, იაგო ნებიერიძე, 2007 წელს გათავისუფლდა. 2008 წლის სექტემბერში იგი ყაჩაღობისთვის და ძარცვის ბრალდებით დააკავეს და 17 წელი და 4 თვე მიუსაჯეს.
2012 წლის დეკემბერში გამოიცა კანონი ამნისტიის შესახებ და იმ პირებს, რომლებიც წარსულში იყვნენ ნასამართლევნი, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ. ვოლსკის ინფორმაციით, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით, სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წელი თავისუფლების აღკვეთა.
ამნისტიის აქტის გამოცემის შემდეგ შეიცვალა სასჯელის შეკრებითობის პრიციპი შთანქთქმის პრინციპით. რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირის პასუხისმგებლობის საკითხი უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დგება.
2013 წლის 1-ლ ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით 10 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2014 წელს ი.ნ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დროს, აკრძალული ნივთის უკანონო შეძენა-შენახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ 378-ე 2 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, დაემატა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 5 წლით 1 თვით 25 დღით.
საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის დეკემბრის განკარგულებით დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. საპატიმრო 2018 წლის 9 თებერვალს დატოვა.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები