რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,დილას“ ვეტერანი ფეხბურთელი გია რევაზიშვილი გარდაიცვალა
ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა გორის ,,დილას“ ფეხბურთელი, ქალთა და ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდების დაამარსებელი გიორგი (გია) რევაზიშვილი. სიცოცხლოს ბოლო წლებამდე, 2004 წლიდან, ფეხბურთის ფედერაციის შიდა ქართლის რეგიონალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მის სახელს უკავშირდება გორში, ასევე, საფეხბურთო აკადემიის დაარსება.

რამდენიმე თვის წინ, გორის ,,დილას“ სტადიონზე მისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა. სტუმრებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გორის ,,დილას“ გულშემატკივრებმა მას სამასახსოვრო საჩუქარი ,,4“-ნომრიანი მაისური გადასცეს. სწორედ, ამ ნომრიანი მაისურით გია რევაზიშვილი ,,დილას“ წევრი იყო.

გია რევაზიშვილი ფეხბურთს სასკოლო ასაკიდან თამაშობდა. მოსწავლეთა შორის სპარტაკიადის სამგზის გამარჯვებული, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

1973 წელს მიწვეული იყო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. არის უმაღლეს სასწავლებელთა შორის გამართულ 1-ლი ჩემპიონატის 1-ლი ადგილის მფლობელი. იმ დროს გამარჯვება ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტმა მოიპოვა.

1971-78 წლებში გორის ,,დილას“ ფეხბურთელია.
1973-74 წლებში გორის რაიონის ,,ქართლის“ საფეხბურთო კლუბში თამაშობდა..
1978-79 წლებში უკრაინის ქ. ჩერნოგოვის საფეხბურთო გუნდში გადავიდა და მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ლიგაში.
1987-88 წლებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეოთხე მწვრთნელად დანიშნეს. მისი ინიციატივით, გორში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან.
1985-2006 წლებში გორის ბავშვთა საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელია.
1997 წელს დაარსა ქალ ფეხბურთელთა გუნდი.
1998 წელს ჩამოაყალიბა ყრუ-მუნჯთა ფეხბურთელთა გუნდი.
2011 წელს დაარსა საფეხბურთო აკადემია ,,ქართლი 2011“
2016 წელს დაარსა ამპუტანთ ფეხბურთელთა გუნდი.


2018 წლის ივნისში ქართული საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებმა გორის ,,დილას“ სტადიონზე სპეციალური ღონისძიება გამართეს. გია რევაზიშვილს მისი სახელობის მაისური საზეიმოდ გადაცეს
.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.