რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ძნელი იყო ქალაქიდან გასვლაც კი" - გორიდან 7 ნოემბრის აქციაზე
11-წლის წინანდელ პერიოდს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
იხსენებს. მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერს, მოქალაქეთა სამაგალითო
დასჯა საკუთარ თავზე გამოსცადა და ამ ფაქტს მისი ჯანმრთელობაც შეწირა.
გაურკვეველი სითხისგან, რომელიც აქციის წევრების მიმართ გამოიყენეს,
მძიმე დამწვრობა მიიღო.
დღეს, საზოგადოების ნაწილმა დედაქალაქში გამართა აქცია ,,ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბერი". გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2 ნოემბრიდან დაიწყო. ამ აქციებში ოპოზიციონერთა წარმომადგენლები გორიდანაც მონაწილეობდნენ. დავით რაზმაძე ,,რესპუბლიკურ პარტიის" ადგილობრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
რეგიონებში ნიაღბიანი და იარაღიანი პირები იმ აქტივისტებს დასდევდნენ, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან შალვა ტლაშაძე და იოსებ ბორცვაძე. მათ უცნობი პირები, გორში, აღმაშენებლის გამზირზე დაედევნენ.
გორში მცხოვრები შალვა ტლაშაძე 2007 წლის 2 ნოემბრიდან 5 ნოემბრამდე მონაწილეობდა ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში. 5 ნოემბერს ფროებით დაბრუნდა გორში. 6 ნოემბერს, ღამის 21 საათსა და 10 წუთზე შალვა ტლაშაძე თავის მეგობართან, იოსებ ბორცვაძესთან ერთად მიდიოდა ქალაქ გორში, დავით აღმაშენებლის გამზირზე საკვების საყიდლად.
ამ დროს მათ მიუახლოვდა თეთრი ფერის ,,ნივა,“ საიდანაც გადმოვიდა ორი ნიღბიანი და შავ ქურთუკში ჩაცმული ადამიანი. ტლაშაძემ თავი შეაფარა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ–ერთ სასურსათო მაღაზიას, სადაც იმყოფებოდა სამი პიროვნება. ორი ქალბატონი წარმოადგენდა მაღაზიის პერსონალს, ხოლო მამაკაცი იყო მყიდველი. მყიდველი წინ გადაუდგა მაღაზიაში შესულ ნიღბიანს. ნიღბიანმა დასძლია უცნობი მამაკაცის წინააღმდეგობა, მიუახლოვდა შალვა ტლაშაძეს.
ნიღბიანმა პირმა შალვა ტლაშაძე ძირს დააგდო და სახისა და თავის არეში დაუწყო იარაღის ტარით ცემა. შალვა ტლაშაძე თავზე ხელებს იფარებდა, რის შედეგადაც იარაღის ტარი ხვდებოდა ხელის მაჯასა და მტევანზე. ამის შემდეგ ნიღბიანმა იარაღის ტარი ჩაარტყა კბილებში. შალვა ტლაშაძემ ხელი პირზე აიფარა. ნიღბიანმა იარაღის ტარით ცემა ამჯერად თავის არეში, გამოთავისუფლებულ ადგილას გააგრძელა. შალვა ტლაშაძის ცემამ გასტანა 30–40 წამს. ამ შემთხვევას თვალყურს ადევნებდა მაღაზიის პერსონალის ორი წარმომადგენელი. მყიდველი მამაკაცი შალვა ტლაშაძის ცემის დაწყებამდე მაღაზიიდან გააძევეს. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები