რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გუბერნატორი: ,,საარჩევნოდ დაიწყეს ჩამოსვლა ისრაელიდან, მოსკოვიდან"
გორის ცენტრში შეკრებილ ამომრჩევლებს დღეს საღამოს შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. წინასაარჩენო შეხვედრა არასამუშაო დროს 18 საათზე დაიწყო.

ხოჯევანიშვილთან ერთად გორის მერი კოტე თავზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე იმყოფებოდნენ. მთავარი განსახილველი თემა ის პროექტები იყო, რომელსაც მერია ახორციელებს და მომავალშიც გეგმავს.

,,თქვენ უკვე ხედავთ, როგორი მობილიზაციაა არჩევნების მეორე ტურისთვის. ჩამოდიან ისრაელიდან, მოსკოვიდან გორელი მოქალაქეები, რათა მხარდაჭერა გამოუცხადონ სალომე ზურაბიშვილს. ასევე, ის გორელები, რომლებიც წასულები არიან სხვაგან, ისინიც ბრუნდებიან. ვისთანაც მიგიწვდებათ ხმა, აუცილებლად გააგებინეთ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე" - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გორის მერი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ პირველი ტურის მარცხი თვითდაჯერებულობამ გამოიწვია: ,,მოგეხსენებათ, რა დიდი წარმატებით მივაღწიეთ გამარჯვებებს 2012 წლის შემდეგ. ამან გამოიწვია ის, რომ წლევანდელ არჩევნებზე ასეთი შედეგი ვაჩვენეთ" - აცხადებს კოტე თავზარაშვილი
.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.