რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გარეჯვარში ,,ოცნების" აქტივისტების სიაზე თანხებია მიწერილი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვარში
საკრებულოს წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ ,,ოცნების" აქტივისტების სია
მოიპოვა და გაასაჯაროვა. ამ სიების ნაწილზე თანხებია მითითებული,
ასევე, პირადი ნომრები და მობილურის ნომრები.
ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლების მოსყიდვას. ის სოფელ კარალეთიდანაა, რომლის თემში შედის სწორედ პატარა გარეჯვარი.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა რამდენიმე პირს, რომლებიც სიაში არიან მითითებული. თამაზ ბერიანიძე ამბობს, რომ სია, რომელიც ვასილისა ჯაბახიძემ გაიტაცა, წარმოადგენს ,,ქართული ოცნების" აქტივისტების სიას და ეს დასამალი არცაა:
,,რაც შეეხება მითითებულ თანხებს, ეს არის მის მიერ მიწერილი თანხები. თქვენც ნახავთ კიდევაც, რომ თანხებზე სხვა პირის ხელწერაა, ხოლო მონაცემები სხვის. თუ საჭირო გახდება, ამ ხელწერას ექსპერტიზას ჩავუტარებთ" - აცხადებს თამაზ ბერიანიძე. ის არც მალავს, რომ ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერია.
კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სიაშია მითითებული, გოგიტა ბერიანიძეა:
,,დილით ვიყავი მისული არჩევნებზე, მე ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ. ეხლა ვმუშაობ და მაგ გოგოს არც ვიცნობ, ვინც ეგ სია მოგცათ. მე არც დამიმალავს, რომ ,,ოცნების" მხარდამჭერი ვარ. საარჩევნო უბანზე ღიად გამოვაცხადე ჩემი არჩევანიც. ეს ჩემი ნებაა. ეს თანხები საიდან გაჩნდა, წარმოდგენა არა მაქვს" - აცხადებს გოგიტა ბერიანიძე.
შენიშვნა: პირადი ნომრები და ტელეფონის ნომრები რედაქციის მიერაა დაფარული.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები