რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
20:00 კენჭისყრის პროცესი დასრულდა - ამომრჩეველთა აქტივობა გორში 61%-ი დაფიქსირდა
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 105-ვე უბანზე, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 61%-ი მივიდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე  სულ 68 309 ამომრჩეველი მივიდა - საერთო რაოდენობა კი 111 930 ამომრჩეველია.

,,ამჟამად, ხმის დათვლის პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს" - აცხადებს მალხაზ მირუაშვილი.

იხ. გორის მონაცემები



ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.

„კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 975 845-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56.23 %-ია. ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში - 72.72 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში - 43.12 %. რაც შეეხება თბილისს, 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 55.9%. ამომრჩეველთა აქტივობამ პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, 20:00 საათისთვის 46.74%, (1 637 956 ამომრჩეველი) იყო. არჩევნების მეორე ტური ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა. კენჭისყრის პროცესმა მთელს ქვეყანაში მშვიდად და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა. იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, რომლებზეც უმრავლეს შემთხვევაში, ადმინისტრაციას საარჩევნო უბნებზევე ჰქონდა რეაგირება“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისი თქმით, დღეს, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. მთელი დღის მანძილზე შემოვიდა 1 739 ზარი და 522 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. საარჩევნო უბანზე ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები სპეციალური პროგრამის საშუალებით, უმოკლეს ვადაში, ელექტრონულად მოაწვდიან ცესკოს და შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე - www.results.cec.gov.ge.

„როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და დამკვირვებლები ინფორმაციას შედეგების შესახებ საარჩევნო უბნებიდანვე სხვადასხვა საშუალებებით ავრცელებენ. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია დაელოდოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოფიციალურ მონაცემებს და მხოლოდ ოფიციალური შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დათვლილ პირველად, წინასწარ შედეგებს გავაცნობთ საზოგადოებას“, - აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს „ფეისბუქზე“ (Facebook), „იუთუბსა“ (Youtube) და ვებგვერდზე მოხდება.

„საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 261 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილი საჩივრების უმეტესობის ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა. ასევე, ერთეულ შემთხვევებში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება. ყველა საჩივარს საარჩევნო ადმინისტრაცია განიხილავს კანონით დადგენილი წესითა და ვადებით. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცედურები. შედეგები შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებ-გვერდზე. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში, ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი. 22:00 საათისთვის შემოვა პირველადი ოქმები, 23:00 საათიდან ძირითადი ოქმები და სავარაუდოდ არაუგვიანეს ღამის 02:00 საათისა, ცესკო გამოაცხადებს არჩევნების პირველად, წინასწარ შედეგებს“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.