რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ეუთოს დასკვნა: ,,თვალშისაცემი იყო უარყოფითი, ხისტი და ზოგჯერ ძალადობრივი რეტორიკის დომინირება“
,,საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტურ
გარემოში ჩატარდა და კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად
წარემართათ წინასაარჩევნო კამპანია;" - ამის შესახებ ეუთოს
სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში წერია, რომელიც ორგანიზაციამ დღეს
გაავრცელა.
მისია აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთი მხარე საფუძველს მოკლებული უპირატესობით სარგებლობდა, ხოლო ორივე მხარის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის უარყოფითი ხასიათი საფრთხის ქვეშ აყენებდა ზოგადად მთელ საარჩევნო პროცესს.
არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული; თუმცა, არჩევნების მეორე ტურის ძირითადი ასპექტების მარეგულირებელი კანონმდებლობის არარსებობამ არ უზრუნველყო სამართლებრივი სიცხადე. წინასაარჩევნო კამპანია დააზარალა ხისტმა რიტორიკამ.
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გაზრდილმა მასშტაბმა კიდევ უფრო წაშალა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის. კერძო მედია საშუალებები კვლავაც ინარჩუნებდნენ მკვეთრად პოლარიზებულ და მიკერძოებულ პოზიციას მაშინ, როცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება.
კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო და პროცესი დადებითად შეფასდა, თუმცა, კენჭისყრის დღეს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ამომრჩეველთა ხმებზე თვალის მიდევნების ფაქტებმა გააძლიერა შეშფოთება ამომრჩეველთა პოტენციური დაშინების გამო.
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს, დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება საკამათო აღმოჩნდა, რასაც მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციების მოწოდება, გაეთვალისწინებინათ ოპოზიციური პარტიების პროტესტი. მეორე ტურის თარიღის გამოსაცხადებლად ცესკო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების გარშემო არსებული ფონი უარყოფითად აისახა პროცესში ჩართულ მხარეთა მხრიდან ცესკოს ნდობის ხარისხზე. მიუხედავად ამისა, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული, ზოგადად ყველა ვადა დაცული იყო და ცესკომ დიდი ძალისხმევა გაიღო, რომ განმეორებითი ტრენინგების მეშვეობით არჩევნების პირველ ტურში წარმოშობილი პროცედურული ხარვეზების აღმოფხვრა მოეხდინა.
სამართლებრივი ჩარჩო არასაკმარისად არეგულირებს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს. წინასაარჩევნო კამპანიის, მათ შორის მედია საშუალებებით, წარმოების ბუნდოვანმა რეგულაციებმა, არათანმიმდევრული და წინააღმედგობრივი ინტერპრეტირების საშუალება წარმოშვა და არ შეუწყო ხელი სამართლებრივ სიცხადეს. არსებობას.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონდებლობაში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები არ ეხმიანება არც წინა წლებში ჩატარებული ორტურიანი არჩევნების შედეგად დაფიქსირებულ ხარვეზებს და არც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ადრეულ რეკომენდაციებს კანონში მეორე ტურის წარმართვასთან დაკავშირებული ზუსტი რეგულაციების შეტანის შესახებ.
მეორე ტურის მოსამზადებელ პერიოდში წინასაარჩევნო კამპანია მკვეთრად გააქტიურდა. დაფიქსირდა ცალკეული ძალადობრივი ინციდენტები. ჩატარდა რამდენიმე ანტიოპოზიციური და ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ოპონენტთა შორის არსებული დაძაბულობა. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო უარყოფითი, ხისტი და ზოგჯერ ძალადობრივი რეტორიკის დომინირება, რომელზეც არცერთ სახელმწიფო უწყებას არ მოუხდენია რეაგირება. კამპანიის მიმდინარეობისას დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები და გაკეთდა განცხადება რამდენიმე სოციალური თუ ფინანსური პროგრამის დაწყების შესახებ.
კერძოდ კი, სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებული ფინანსური ორგანიზაციის მიერ 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ. აღნიშნული შემთხვევები და , სახელისუფლებო პარტიის მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ, კიდევ უფრო წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვებისა და მათი პოლიტიკური უპირატესობების დეტალურად შესწავლის მიზნით და ასევე კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ხმებზე თვალის მიდევნებამ წარმოშვა დაშინების პოტენციური და შეშფოთებას საფუძველს ქმნის, რადგან სავარაუდო ანგარიშსწორების შიშის გამო ამომრჩევლები ვერ შეძლებენ თავისი ხმის თავისუფლად დაფიქსირებას, როგორც ეს გათვალისწინებულია ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებებისა (OSCE) და ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებით.
არჩევნების მეორე ტურისთვის წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ანგარიშების მომზადების მოთხოვნის კრიტერიუმები განისაზღვრა მხოლოდ არჩევნების დღის გამოცხადებამდე დარჩენილ ორ კვირაზე ნაკლებ ვადაში. მეორე ტურისთვის მოსამზადებელ პერიოდში შენარჩუნდა შემოწირულობებს შორის მკვეთრი უთანასწორობაც სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ, რაც ასევე შეინიშნებოდა პირველ ტურში მესამე მხარეებს არ გააჩნიათ წინასაარჩევნო აქტივობების შესახებ ანგარიშების მომზადების ვალდებულება, მათ შორის არც სახალხო საპროტესტო მოძრაობის შესახებ, რაც ძირითადად სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატს აძლევდა ხელს. ორივე კანდიდატმა მიიღო მხარდაჭრა იმ პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ მეორე ტურში და მათ მიერ გაღებული დანახარჯები აღურიცხავი დარჩა.
ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე ორივე ტურისთვის წარდგენილი საჩივრების განხილვა მეორე ტურის გამოცხადემადე გაგრძელდა, შეშფოთების საფუძველს ქმნიდა და აძლიერებდა უნდობლობას წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელი წესების აღსრულების ეფექტურობისადმი. მეორე ტურის მარეგულირებელი კანონმდებლობის ბუნდოვანებამ მედია საშუალებებში კანონის სხვადასხვაგვარად განმარტების საფუძველი წარმოშვა. მიუხედავად იმისა, რომ კანონით არ არის გათვალისწინებული, ეროვნული მაუწყებლების უმეტესობამ უფასო საეთერო დრო ორივე კანდიდატს დაუთმო. ეროვნულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მკვეთრად წარმოაჩინა მიკერძოებულობა, რომელიც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პოზიციაში გამოიხატა, და თავის გადაცემებში არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
კერძო მედია საშუალებები კვლავაც ინარჩუნებდნენ მკვეთრად პოლარიზებულ პოზიციას და რეპორტაჟებში ღიად წარმოაჩენდნენ მიკერძოებულობას. რამდენიმე მათგანმა უფრო თამამად გააჟღერა თავისი პოლიტიკური პოზიცია. არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ დაახლოებით 700 საჩივარი იქნა შეტანილი, რომელთა უმეტესობაც ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცესში დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. პროცედურული დარღვევების შესახებ მომზადებულ საჩივართა დიდი რაოდენობა ბათილად იქნა მიჩნეული, რაც ადასტურებს იმას, რომ მომჩივნებს არ გააჩნიათ საკმარისი ცოდნა საჩივრებისა და სარჩელების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურების შესახებ. ზოგადად კი, საჩივრების განხილვისას ნაკლებად იყო გათვალისწინებული კონტექსტი, კომისიები კი კანონის ძალიან ვიწრო და არათანმიმდევრულ განმარტებებს ეყრდნობოდნენ, რამაც საერთო ჯამში ზეგავლენა იქონია სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების გამოყენების უფლებაზე, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკას.
საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებსა და მედიის საშუალებების აკრედიტაცია მეორე ტურის განმავლობაშიც გაუგრძელდათ. იმ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს, რომლებიც მეორე ტურში არ მონაწილეობენ, არ აქვთ უფლება დამკვირვებლებად თავისი წარმომადგენლები წარგზავნონ. შედეგად საკმაოდ ბევრმა პარტიულმა აქტივისტმა მიიღო ადგილობრივი დამკვირვებლის აკრედიტაცია, რამაც კიდევ უარყოფითი ზეგავლენა იქონია ადგილობრივ დამკვირვებელთა დამოუკიდებლობის აღქმაზე.
კენჭისყრის დღე პროცედურების დაცვით, მაგრამ დაძაბულ კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, თუმცა, დაფიქსირდა რამდენიმე ძალადობრივი შემთხვევა, რომელთა გამოძიებაც ძალოვანმა სტრუქტურებმა უკვე დაიწყეს. საარჩევნო უბნების გახსნა, ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცესები თითქმის ყველა საარჩევნო უბანში, რომლესაც დამკვირვებლები დააკვირდნენ, დადებითად შეფასდა, თუმცა შემაშფოთებელია საარჩევნო უბნებს გარეთ დაფიქსირებული გარემო, რასაც შესაძლოა ზემოქმედება მოეხდინა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე, თავისუფლად და ანგარიშსწორების შიშის გარეშე გაეკეთებინათ არჩევანი. ხშირ შემთხევაში საარჩევნო უბნებს გარეთ იკრიბებოდნენ ამომრჩეველთა სიებით შეიარაღებული კანდიდატების მხარდამჭერები, რომლებიც ინიშნავდნენ, თუ ვინ მოვიდა ხმის მისაცემად. საერთაშორისო დამკვირვებლების დაკვირვებით პროცედურები ზოგადად კარგად იყო დაცული, თუმცა არსებობს თვალნათელი მინიშნება იმისა, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები და მედია საშუალებები პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედებდნენ. დაფიქსირდა მათი მხრიდან ხმების დათვლის პროცესში ჩარევის მცდელობები. ზოგადი შეფასებით ხმების გადათვლის პროცესი ეფექტური, გამჭვირვალე და კარგად ადმინისტრირებული იყო.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები