გორში, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩაზე მშენებარე
მრავალსართულიან კორპუსში სახელმწიფო 2,56 მლნ ლარს იხდის. ამის
შესახებ qartli.ge-ს დევნილთა სამინისტროდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ახალ კორპუსში, სადაც 38 ბინაა, დევნილებს
შეასახლებენ. სამინისტროს ცნობით, დევნილთა აპლიკაციების მიღება 2019
წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება. შესახლება კი, განაცხადების
გადარჩევის შემდეგ, 2020 წლის იანვარში მოხდება.
შპს ,,ვარსკვვლავს" ოთხი მესაკუთრე ჰყავს, მათ შორის, ყოფილი
კონსტუტიციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს
უფროსი - ლევან დუჩიძე.
მეწილეები არიან:
გიორგი
ჯალაბაძე - მცხოვრები სოფელ ქორდში, რუსეთში მოღვაწე
ბიზნესმენები. მისი წყალობით, აღდგა ბიძაშვილ ჯალაბაძეების სახელობის
საჭიდაო ტურნირი ქორდში. მას ,,ვარსკვლავში" 45% ეკუთვნის.
გიორგი
კანდელაკი - მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ქართველი
ბიზნესმენები, ის ,,ვარსკვლავში" 45%-ს ფლობს.
დავით გაზაევი
- საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, არის რუსეთის მოქალაქე.
,,ვარსკვლავში" ფლობს 5%-ს.
ლევან დუჩიძე
- საქართველოს მოქალაქე, კუდ-ის შიდა ქართლის სამმართველოს ყოფილი
უფროსი 2011-2012 წლებში.;
როგორ აღმოჩნდა კუდის ყოფილი უფროსი
,,ვარსკვლავში"?

საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ შპს ,,ვარსკვლავი" გიორგი
კანდელაკმა და გიორგი ჯალაბაძემ 2017 წლის ნოემბერში დააფუძნეს
50/50%-იანი წილის ფლობით. 2017 წლის დეკემბერში გიორგი ჯალაბაძემ 5%
მიჰყიდა ლევან დუჩიძეს, რაშიც დუჩიძემ 1000 ლარი გადაიხადა.
იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო კორპუსის მშენებლობის დასრულებისას 2,56
მლნ ლარს გადაიხდის, როგორც 5%-იან წილის მფლობელს, ლევან დუჩიძეს
სავარაუდოდ 128 000 ლარი შეხვდება.
სტატიის გამოყენების პირობები