ახალი ამბები
ნიქოზელები გზის შეკეთებას ელოდებიან
გორის რაიონის სოფელ ნიქოზში დაზიანებული გზის შეკეთებას ითხოვენ.

ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობამ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ისაუბრეს.

მათი თქმით, საავტომობილო გზა სოფელში წყლის მილებისა და გაზიფიცირების სამუშაოების წარმოების დროს დაზიანდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მისი აღდგენა არც უფიქრიათ.

ადგილობრივებს ხელისუფლების წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ გადათხრილ გზებს 2016 წლის გაზაფხულზე შეაკეთებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები