გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ხეხილის ბაღების დიდი ნაწილი
გახმა.
აღნიშნულ ფაქტს ადგილობრივები ცხინვალიდან გამოშვებულ კანალიზაციის
წყალს აბრალებენ.
ადგილობრივემა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ის ადგილი უჩვენეს,
საიდანაც ფეკალური მასები მიედინება.
ხოლო ერთ-ერთ ნაკვეთში გამხმარი ხეხილის ბაღების დაფიქსირება
გვირჩიეს.
არხი, სადაც ამჟამად კანალიზაციის წყალი მოედინება, წლების წინ
სარწყავი არხი იყო.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობამ ნიქოზის
მიმართულებით სარწყავი წყლის გაშვება შეწყვიტა.
საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წლის შემდეგ ალტერნატიულ
საშუალებას მიმართა.
ზემო და ქვემო ნიქოზს შორის კაშხალი აშენდა. წყალი მილებით ზემო
ნიქოზის მაღლობზე იქაჩება. იქიდან კი, სხვა მილებით ქვემოთ
ეშვება.
მიუხედავად ამისა, ზემო ნიქოზში დარჩენილია ოჯახები, რომლებიც
კაშხალის წყლით ვერ სარგებლობენ.
ამის გამო, გვალვიან პერიოდში უწყლოდ დარჩენილთა ნაწილი იძულებულია
ყოფილ არხში მომდინარე კანალიზაციის წყლით ნაკვეთები მორწყას.
ხეხილის გახმობას კი, სწორედ, კანალიზაციის წყალს აბრალებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ იმისათვის, რომ უწყლოდ დარჩენილი
ადგილების პრობლემა მოგვარდეს, საჭიროა კაშხლის წყლის აქაჩვისას
მილები დამატებით გაგრძელდეს.
სტატიის გამოყენების პირობები