ახალი ამბები
კასპის საკრებულოს იურისტი გუბერნიაში კურსებს გაივლის
კურიოზული შემთხვევა მოხდა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

2016 წლის 19 თებერვალს საკრებულოს სხდომა დეპუტატების გარკვეულმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამის გამო სხდომის ჩასატარებლად კვორუმის პრობლემა შეიქმნა.

რამდენიმე საათში სხდომას სპეციალურად გამოძახებული სხვა დეპუტატები შეურთდნენ.

დეპუტატებმა სხდომა გადადეს.

რადგანაც 19 თებერვალი პარასკევი დღე იყო. რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს სხდომა არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა გადადებულიყო.

,,გადადებული" სხდომა კი, 2016 წლის 23 თებერვალს, 4 დღის შემდეგ გაიმართა. აქედან, 2 არასამუშაო დღე იყო.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ილია ზაქარიაძე ამბობს, რომ მთელ საკრებულოს შემადგენლობას იურიდიული ლაფსუსი გაეპარა.

მისი თქმით, რომ ყოფილიყო ამ საკითხზე შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის იურისტთან დავით ჯოლბორდთან იურიდიული კონსულტაცია, ასეთი ლაფსუსი არ გაეპარებოდათ.

ამჟამად, კასპის საკრებულოს აპარატის უფროსი არ ჰყავს, საკრებულოს თავმჯდომარე კი ავადმყოფობის გამო დიდი ხანია არ მუშაობს. მის მოვალეობას ილია ზაქარიაძე ასრულებს.

ასევე 6 თვით სოციალური კომისია ხელმძღვანელის გარეშე იყო დარჩენილი. რამდენიმე დეპუტატს უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა.

ზაქარიაძის ინფორმაციით, კასპის საკრებულოს აპარატიდან ზედამხედველობის კუთხით სამართლებრივი აქტები დავით ჯოლბორთან იგზავნება.

,,მე ძალიან მომწონს როგორ იურისტი, დავით ჯოლბორდი. შევთავაზე კიდეც მას, რომ ჩვენი იურისტი ერთი თვით მივავლინოთ მასთან და ასეც მოხდება" - აცხადებს ილია ზაქარიაძე.

დეპუტატებმა 2016 წლის 19 თებერვალს საკრებულოს სხდომა იმის გამო დატოვეს, რომ დღის წესრიგიდან 4 საკითხი იყო გამქრალი. საკრებულოს წევრის ვახტანგ ბეჟიტაშვილის განცხადებით, ეს დავალება გუბერნიიდან წამოვიდა.

ჩვენს კითხვაზე, თუ ვინ ვის მისცა დავალება საკითხების ამოღებასთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ზაქარიაძემ გვიპასუხა, რომ არ იცის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები