არც ჭამა, არც ძილი - საბავშვო ბაღის ალტერნატიული მოდელი წაღვლში
21:40 / 02.03.2016
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლში საბავშვო ბაღი არ არის.
20-მდე აღსაზრდელი სკოლის შენობის ერთ ოთახში დილის 10 საათიდან
შუადღის 13 საათამდე ჰყავთ.
მშობლები თითო ბავშვზე 3 ლარს ყოველთვიურდ იხდიან. დაწესებულებას
მხოლოდ მასწავლებელი და ძიძა ემსახურება.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დაწესებულების კარებთან ორი აბრა
დახვდა.
ამ აბრების მიხედვით, ე.წ. საბავშვო ბაღი სკოლამდელი განათლების
ალტერნატიული მოდელის პროექტის ფარგლებში გაკეთდა.
როგორც ირკვევა, ორგანიზაცია ,,კივიტას გეორგიას" ინიციატივით და
გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით წაღვლში სკოლამდელი განათლების
ცენტრის გახსნა ამდაგვარი ფორმით მოხდა.
სტატიის გამოყენების პირობები