ჯარიაშენის ზოლი ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგოდ გააკეთეს
18:42 / 16.03.2016
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში, რუსი სამხედროების მიერ
გაყვანილი ზოლის შესახებ, ოსურმა მხარემ განმარტება გააკეთა.
ერგნეთის 64-ე მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან დავით
სანაკოევმა ისაუბრა.
მისი თქმით, ტრაქტორების მიერ გათხრილ ზოლს გზის დანიშნულება არა
აქვს.
,,ეს გზა არ არის. ეს ზოლი ხანძრის საწინააღმდეგოდ გაკეთდა. ხანძრის
გაჩენის შემთხვევები გასულ წლებში იყო. საქართველოს მოქალაქეები
საზღვარს კვეთავენ, რაც კვლავ პრობლემად რჩება." განაცხადა დავით
სანაკოევმა.
სანაკოევის თქმით, ერგნეთის შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების
მხრიდა გამყოფი ხაზის გადაკვეთის 5 შემთხვევა განიხილეს.
ეს ხუთი შემთხვევა 63-ე შეხვედრიდან 64-ე შეხვედრამდე დაფიქსირდა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე ახალგორის რაიონში მერაბ ბალაშვილის
საცხოვრებელი სახლის დარბევისა და გარდაცვლილი დავით ბაშარულის
საკითხებს შეეხო.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის
წარმომადგენლის დავით კობახიძის თქმით, მერაბ ბასილაშვილის
საცხოვრებელი სახლის დაკავების შესახებ, ოსური მხარე ინფორმაციას
მომდევნო, 65-ე შეხვედრაზე წარადგენს.
დავით კობახიძემ ქართული მხარის პოზიცია ჯარიაშენში მიმდინარე
მოვლენებზე ჟურნალისტებთან საუბარშიც ჩამოაყალიბა:
„შეხვედრაზე განვიხილეთ ბოლო ბერიოდში გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის
მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ
განხორციელებული სამუშაოების საკითხი. რა დროსაც ჩვენს მიერ
დაფიქსირებული იქნა, რომ მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს მშვიდობასა
და სტაბილურობას და უქმბის პრობლემებს ადგილობრივ მოსახლეობას.ეს
საკითხი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ქართული მხარის მიერ
დაყენებული იქნება მომავალ კვირაში დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე.“
სტატიის გამოყენების პირობები