შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა
ლომჭაბუკის ტერიტორიაზე აგრარული ბაზრის განთავსების
წინააღმდეგია.
ამის შესახებ გამოკითხვა დღეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
ჩატარდა.
საქმე იმაშია, რომ დღეს ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მის
მიერვე ინიცირებული საკითხი უკან გაიხმო.
კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი მრჩეველ ოქრუაშვილის
ინიციატივით ქალაქ გორის მერიისგან ითხოვდა, რომ ლომჭაბუკის მიმდებარე
ტერიტორიაზე ბაზრის მოსაწყობად დახლები მოეწყო.
საკრებულოს სხდომაზე ინიციატივას წინააღმდეგობა შეხვდა. ილია
მეტრეველმა ინიცირებული საკითხი უკან გაიხმო და პირობა დადო, რომ
შესწავლის შემდეგ მომავალ რომელიმე სხდომაზე შეიტანეს.
ქალაქის მერი აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგია. მისი თქმით, გორის
მუნიციპალიტეტს აღებული აქვს ვალდებულება, რომ გურამიშვილის ქუჩაზე
(სადაც ლომჭაბუკის ძეგლი და ძველი ბაზარი მდებარეობდა) რაიმე სავაჭრო
ცენტრი არ დაუშვას.
სტატიის გამოყენების პირობები