გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში მცხოვრები ზოია მჭედლიძე თითქმის
მარტო ცხოვრობს.
დედა და ვაჟი ჩრდილოეთ ოსეთში ჰყავს.
ორი ქალიშვილიდან ერთი კახეთში, ხოლო მეორე გორის რაიონის სოფელ
ხვითშია გათხოვილი. მათი შვილები კი ხშირად სტუმრობენ ბებიას.
ნიქოზში სოფელ წუნარიდან გათხოვდა.
წუნარი ამჟამად დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კონტროლირებულ
ტერიტორიაზე მდებარეობს და ნიქოზს რამდენიმე კილომეტრი აშორებს.
ზოია მჭედლიძეს წუნარში დაც ჰყავს. ახლობლის გარდაცვალების დროს კი,
ოჯახს ვერ მიუსამძიმრა.
ნათესავებს შორის კონტაქტი მხოლოდ ტელეფონითაა შესაძლებელი.
სტატიის გამოყენების პირობები