ვიდეორეპორტაჟი
გალინა ქელეხსაევასა და ალექსანდრა კუზმინოვას სტუმრები შავშვებში

 

დღეს, 2014 წლის 8 ნოემბერს, შავშვების კოტეჯებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე გვანცა შენგელია და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლაურა ტუკი ჩავიდნენ.

 

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შავშვების ჩასახლებაში, 2008 წლის ომის შემდეგ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დევნილებისათვის 177 კოტეჯი (564 ადამიანი) აშენდა. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, მინისტრთან ერთად, გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და დევნილთა საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა.

 


2009 წელს, შავშვების ჩასახლების ყველა კოტეჯს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით თბო და ჰიდროიზოლაციით დათბუნების სამუშაოები ჩაუტარდა. ასევე მოხდა კოტეჯების გვერდითი გადახურვა, რაც შენობებს წვიმისაგან იცავს.


სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა გალინა ქელეხსაევა კოტეჯი დაათვალიერეს. ქალბატონი გალინა, 2008 წლის ომის დროს ქმარს გორში გამოყვა და დევნილი გახდა. როგორც თავად იხსნებს, ქართული ენა მხოლოდ მას შემდეგ ისწავლა, რაც მისი ოჯახი შავშვებში დასახლდა. ამჟამად, გალინა ქელეხსაევა 2 დევნილ ქალბატონთან ერთად სამკერვალოს ამუშავებს, პროდუქციას დევნილთა ჩასახლებებსა და გორში ყიდის. ქალბატონი გალინას განცხადებით, დევნილი ოჯახებისათვის პროდუქციას შეღავათიან ფასში კერავს. 

 

რაც შეეხება ალექსანდრა კუზმინოვას, მას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ეწვია:

 

იხ. ვიდეო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები