სტატიები
,,ომიდან სხვისი შვილის ცხედარი ჩამომიტანეს"

 

ილია კურტანიძე 23 წლის ასაკში 1993 წლის 17 მარტს აფხაზეთში, ლაბრასთან ბრძოლის დროს, დაიღუპა. ოჯახში ცხედარი ორი კვირის შემდეგ გადაასვენეს. ნატო კურტანიძე იხსენებს, რომ ავტომატიანმა ჯარისკაცებმა ოჯახის წევრებს ცხედრის ნახვის უფლება სახლში არ მისცეს. ცხედრის ნახვა, მხოლოდ, დაკრძალვის დღეს სასაფლაოზე მოახერხეს. ე.წ. ცინკის განსასვენებლის გახსნისას ნახეს, რომ გარდაცვლილი შედარებით დიდი ასაკის, 45 წლამდე, თანაც მუსლიმი იყო.

 

,,ჩვენ გარდაცვლილი სათანადო პატივით დავკრძალეთ. მათი ადათ-წესის მიხედვით პატივს დღემდე მივაგებთ. დიდი ხანი ვიარეთ ხან გორში, ხან თბილისში ვითარების გასარკვევად. არავინ ყურადღებას არ გვაქცევდა. ამ სიარულში გზის ფულიც არ გვქონდა. ძალიან დიდი გაჭირვება და წვალება გამოვიარეთ 22 წელი. ექსპერტიზის ჩატარებისთვის თანხასაც ჩვენ გვთხოვენ ახლა" - უთხრა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ნატო კურტანიძემ.

 

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა ნატო კურტანიძეს საკითხის გარკვევაში დახმარება აღუთქვა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები