კასპის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მანქანა ყოფილმა თავმჯდომარემ სპეციალურად დააზიანა. ,,სავარაუდოდ, ეს იმის ბრალია, რომ ავთანდილ გოგიაშვილი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სიაში არ ჩასვეს" - აცხადებენ მუნიციპალიტეტში. სპეციალურად დააზიანა და თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პირობებში დაუზიანდა მანქანა, ამის გარკვევა გოგიაშვილისგან, ამ ეტაპზე, შეუძლებელია.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა აღიარა, რომ თავიდანვე, ძრავის შეცვლის გამო, ჩვენნაირი ინტრიგანი ჟურნალისტებისგან დაინტერესების მოლოდინი ჰქონდა.
,,ორი ვარიანტი გვქონდა, ან უნდა ახალი ძრავი გვეყიდა, ან კიდევ ,,ჰიუნდაის" ცენტრი მანქანის შეცვლას გვთავაზობდა; კერძოდ, ამ მანქანას 5 ათასი დოლარის ფარგლებში ჩავაბარებდით და გარკვეული თანხის დამატებით ,,სედანის" მარკის ავტომანქანას გამოგვატანდა. თუმცა, საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ,,ჰიუნდაი" დაეტოვებინა სარგებლობაში და ძრავი შეცვლილიყო" - აცხადებს გოჩა გოჩიტაშვილი.
,,,Hyindai Santa fe 2006" ამჟამად გამართულ მდგომარეობაშია, თუმცა, მის ახლადდამონტაჟებულ ძრავს არ აწერია, რომ ის ,,ჰიუნდაის" ფირმის ძრავია. ,,საცა გამოჩნდა ეს ძრავი, იქ ვიყიდეთ" - აცხადებს გოჩა გოჩიტაშვილი.
გარდა ძრავისა, მანქანას გამოუცვალეს ბაბინები (6 ცალი - სულ 300 ლარი); ღვედის კბილანა (300 ლარი); ღვედის დამჭიმი (150 ლარი); როლიკი (50 ლარი) სხვა მომსახურება - 500 ლარი. ჯამში, ყოფილი თავმჯდომარის დანატოვარი მანქანის რეაბილიტაცია 5 712 ლარი დაჯდა.
სტატიის გამოყენების პირობები