Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
მორიგი ჰაკერის საქმე საქართველოში, რომლის გადაცემა რუსეთმა და აშშ-მ მოითხოვა
აშშ-სა და რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობისგან, 2018 წელს, იმ პირის ექსტრადიცია მოითხოვა, რომელიც ბრალდებულია კიბერდანაშაულში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე ქვეყნის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. თუმცა, მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრს მიანდო.

რომელ ქვეყანას გადასცა კიბერდანაშაულში მხილებული პირი იუსტიციის მინისტრმა, უცნობია. როგორც ირკვევა, დაკავებამდე მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხოლო მისი ოჯახი - რუსეთში.

ქრონოლოგია:

აშშ-ს პროკურატურამ 2017 წლის 1 ივნისს ა. ტ-ის დაკავების ბრძანება გასცა. 2017 წლის 24 ნოემბერს აშშ-ს კომპეტენტურმა ორგანოებმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და ექსტრადიციის მიზნით ა. ტ-ის დაკავება მოითხოვა.

2017 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ტ-ი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს.

2018 წელს კი, ა.ტ-ს ექსტრადიცია რუსეთის ხელისუფლებამ მოითხოვა იმ მიზეზით, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრები რუსეთში ცხოვრობენ.

სასამართლო გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:

,,რუსეთის ფედერაციული სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილია კოლიზიური მოთხოვნა ა. ტ-ის გადაცემის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს დანაშაულის ჩადენის ადგილის, დანაშაულის სიმძიმისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

,,მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციული სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნები ა. ტ-ის ექსტრადიციის შესახებ განიხილა ინდივიდუალურად და დასაშვებად ცნო მისი ორივე სახელმწიფოში ექსტრადიცია. გადაწყვეტილებას, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ა. ტ-ი საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღებს.'' - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

რაში ედებოდა ბრალი ბრალდებულს

2012 წლიდან 2015 წლის შუა პერიოდამდე, გ. შ-თან და სხვა პირებთან წინასაწარი შეთანხმებითა და გ. შ-ის მითითებით, ა. ტ-ი ახორციელებდა კიბერთავდასხმებს, მათ შორის, აშშ-ს ფინანსურ ორგანიზაციებზე.

სქემის ფარგლებში, ა. ტ-ი უკანონოდ დაეუფლა 100 მილიონზე მეტი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის დაზარალებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, ტელეფონის ნომრებს, აგრეთვე ინფორმაციას ხსენებულ ორგანიზაციებში მომხმარებლების მიერ გახსნილ ანგარიშებთან დაკავშირებით).

კიბერთავდასხმების შედეგად მოპოვებული მონაცემების გამოყენებით, თანამზრახველებმა ე.წ. "სპამის" სახით, მთელი სახელმწიფოს მასშტაბით ელექტრონული წერილები დაუგზავნეს უამრავ ადამიანს. აღნიშნულ წერილებში ისინი ინვესტორებს მოუწოდებდნენ თანამზრახველების მიერ კონტროლირებადი აქციების შეძენისკენ.

ამასთან, წერილებში მითითებული იყო ცრუ ინფორმაცია აქციების გაზრდილი სავაჭრო მოცულობის მიზეზის შესახებ, რეალურად კი მითითებული აქციების ფასი კონტროლდებოდა თანამზრახველების მიერ. მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით უამრავი პირის მიერ აქციების შეძენის შედეგად გამოწვეული ფასის მატების შემდგომ, თანამზრახველები თავიანთ აქციებს ყიდდნენ მაღალ ფასში, ხოლო აქციების ფასის ვარდნის გამო ინვესტორებს ადგებოდათ ფინანსური ზიანი. ამასთან, გ. შ-თან და სხვა პირებთან წინასაწარი შეთანხმებითა და გ. შ-ის მითითებით, ა. ტ-ი ახორციელებდა კიბერთავდასხმებს გ. შ-ის ბიზნეს კონკურენტებზე, სავაჭრო რისკის და შესაბამისობის კომპანიაზე (მ. ღ), აგრეთვე პროგრამული უზრუნველყოფის ორ კომპანიაზე, რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტ კაზინოებს უზრუნველყოფდნენ ოპერაციული პროგრამებით.

კომპანიებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ა. ტ-მა უკანონოდ მოიპოვა კომპანიების თანამშრომლების და მმართველი პირების შესაბამის ელექტრონულ სისტემებში შესასვლელად გამოყენებადი ავტორიზაციის მონაცემები, რათა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს უკანონოდ შეძლებოდათ მითითებული პირების ელ. ფოსტის და შესაბამისი ქმედებების მონიტორინგი.

ა. ტ-ი, აგრეთვე, მათი შემდგომი გადაბირების მიზნით უკანონოდ დაეუფლა კონკურენტ ონლაინ კაზინოების მომხმარებლების მონაცემებს.

რაც შეეხება სავაჭრო რისკის და შესაბამისობის კომპანიას, ა. ტ-ის მიზანს წარმოადგენდა იმ საბანკო ბარათებზე ინფორმაციის მოპოვება, რომელთა მეშვეობითაც დანაშაულის გამოვლენის მიზნით, გადახდის სისტემებში ხორციელდებოდა საკონტროლო გადარიცხვები.

მითითებულ ბარათებზე ინფორმაციის მოპოვების შემდგომ, თანამზრახველები ახდენდნენ მათ დაბლოკვას, რათა არ მომხდარიყო მათ დაქვემდებარებაში არსებული უკანონო ინტერნეტ კაზინოსთან დაკავშირებული ტრანზაქციების უკანონო წარმომავლობის გამოვლენა.

ა. ტ-ის მიერ ზემოაღნიშნული კიბერთავდასხმები განხორციელდა 2012-2014 წლებში და მითითებული თავდასხმების შედეგად უკანონოდ მოპოვებული პერსონალური მონაცემების გამოყენებით, დაზარალებულებს მიადგათ 1 000 000 დოლარზე მეტი ოდენობის ფინანსური ზიანი.

რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის უკანონო ინტერნეტ კაზინოს ბიზნესს, იგი ფუნქციონირებდა 2007 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში. მითითებული ბიზნეს საქმიანობა არ იყო რეგისტრირებული და ამასთან, ჯგუფის წევრებს არ გააჩნდათ ლიცენზია ან/და ნებართვა მსგავსი ტიპის საქმიანობის განხორციელებისათვის.

აღსანიშნავია, რომ 2008-2015 წლამდე პერიოდში უკანონო ინტერნეტ კაზინოს ბიზნესის მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 386 000 000 დოლარს, ხოლო მოგება - დაახლოებით 80 000 000 დოლარს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ა. ტ-ის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმების შედეგად მოპოვებული მონაცემების გამოყენებით, თანამზრახველები ახდენდნენ დანაშაულებრივი დაჯგუფების უკანონო ქმედებებთან (მაგ. უკანონო ონლაინ კაზინო) დაკავშირებულ ტრანზაქციების - მომხმარებლების მიერ შესრულებული გადახდების შენიღბვას. შესაბამისად, ბანკები თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტები ამუშავებდნენ მითითებულ ტრანზაქციებს, ხოლო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იღებდნენ უკანონო საქმიანობისათვის გადარიცხულ თანხებს.

2010 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში ზემოაღნიშნული სქემით განხორციელდა 500 000 000 – 600 000 000 დოლარამდე ოდენობის ტრანზაქციის დამუშავება და შესაბამისად, მითითებული ოდენობის თანხის დანაშაულებრივი წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, თითოეული დამუშავებული ტრანზაქციისათვის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იღებდნენ დამატებით შემოსავალს, რომლის საერთო ოდენობამ დროის მითითებულ პერიოდში შეადგინა 18 000 000 დოლარი.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.