Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში ოსური ენისა და კულტურის ცენტრი დაარსდება
გორის უნივერსიტეტში ოსური ენისა და კულტურის ცენტრი დაარსდება. ამის შესახებ გორის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სოსიაშვილი გვესაუბრება:

გიორგი სოსიაშვილი: ,,მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც დევნილი გახლდათ და 2007 წელს ისე შეუერთდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს და, პრაქტიკულად, გორის უნივერსიტეტი არის ცხინვალის უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრეც.

ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის წიაღში შექმნილიყო ოსური ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც ძალიან ბევრ აქტიობას განახორციელებდა. გეტყვით ახლა რა არის ჩაფიქრებული, ამ ცენტრის ეგიდით, რა ღონისძიებების ციკლი იგეგმება. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, გავაკეთოთ ინტერნეტ-ტელევიზია გორის უნივერსიტეტში, რომელშიც ერთ-ერთი ციკლი, ასე ვთქვათ, ღონისძიებების იქნება - ოსური ენის გაკვეთილები და მინდა, რომ ამას ინტენსიური ხასიათი მივცეთ.

ჩვენთან სწავლობს ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი სტუდენტი, გიორგი ელიაური, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენთან, ამ ცენტრში იმოღვაწეოს და გააკეთებს ძალიან ბევრ აქტივობას და გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც ჩაფიქრებული, როგორიც არის:

წიგნების პრეზენტაცია, ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე შექმნილი სხვადასხვა ნაშრომების წარდგენა, სემინარების ჩატარება, კონფერენციების ორგანიზება, ოსური კულტურის დღეების ჩატარება, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება გორის უნივერსიტეტში და მე ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენგან გაწვდილი ძმობის ხელი ჩვენი თანამემამულეებისთვის, თანამოქალაქეებისთვის, რომლებთან ერთადაც საუკუნეების განმავლობაში ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით ჩვენ.



მოგეხსენებათ და ჩვენ ერთმანეთში არაფერი გვაქვს გასაყოფი, რამე უთანხმოება რომ არსებობდეს ჩვენ შორის და ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი თავის დადებით შედეგს გამოიღებს, იმიტომ, რომ ნამდვილად დიდი არის სურვილი და წყურვილი ჩვენი მხრიდან ამის განხორციელების, ასე რომ ძალიან მალე დაიწყება ამის ფუნქციონირება გორის უნივერსიტეტის ბაზაზე და გეტყვით, რომ პირველივე შემამზადებელი ღონისძიებები რაც იყო ამ ცენტრის განხორციელების, იყო ის, რომ ჩვენს ბაზაზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მომზადდა, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი.

ეს ფილმი ეხება ქართველებისა და ოსების შეხვედრას ამ ავადსახსენებელი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, როგორ ხვდება ერთმანეთს ნათესაობა სულ რამდენიმე საათით და ამ დოკუმენტურ კადრებში არის აღბეჭდილი ეს საოცრად ემოციური კადრები, საოცრად ემოციური წუთები, თუ როგორ გამოხატავენ ეს ადამიანები ერთმანეთისადმი ლტოლვას და სიყვარულს. გარდა ამისა, გორის უნივერსიტეტში გამოიცა რამდენიმე წიგნი, მოგეხსენებათ, რომ მათ შორის ჩემი წიგნი ოსურ ენაზეა გამოცემული, რომელიც ეძღვნება ქართელთა და ოსთა მეგობრობას, რომლის პრეზენტაციაც ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავის დროზე და გარდა ამისა, სულ ახლახანს, ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე გამოიცა ინგლისურ ენაზე წიგნი, რომელიც ეხება ქართველებისა და ოსების ძმობას, ასე ჰქვია წიგნს - ,,მოთხრობები ომსა და სიყვარულზე" რომლის მთარგმნელი გახლავთ - ქალბატონი მაია ბოლაშვილი და ასევე თანამთარგმნელი, ამერიკელი პროფესორი - გრეგორ ბაილა.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ უნივერსიტეტის ამ ოსური ენისა და კულტურის ცენტრის ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ სადისკუსიო კლუბი, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ოსი თანამემამულეები, ჩაერთვებიან ისინი სხვადასხვა სამეცნიერო დისკუსიებში და განხილული იქნება სხვადასხვა თემები, რომლებიც ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ისევე მათთვის და მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის ოქროს შუალედი, რომელიც მისაღები იქნება როგორც ქართველებისთვის, ასევე ოსებისთვის და ამ ოქროს შუალედის მოძებნაში, მოძებნის დახმარებაში ეს ცენტრი ხელს შეუწყობს ჩვენს საზოგადოებას.""
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.