Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორის მერია სოფელ ,,გაიჩაანთუბანს'' აუქმებს - განკარგულების პროექტი მზადაა
გორის საკრებულო აპირებს თანხმობა მისცეს გორის მერიას, რომ სოფელი გაიჩაანთუბანი სოფლების ჩამონათვალიდან ამოიღოს. ამის შესახებ განკარგულების პროექტი დღევანდელ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წარადგინეს.

განკარგულების პროექტში ვკითხულობთ, რომ ცვლილებები 2012 წელს მიღებულ დადგენილებაში შევა. დადგენილების სახელწოდებაა: ,,გაიჩაანთ უბნის, ბობნევის. ბოშურის, ბისიის, ტუსრების და ქვემო ბოშურის დამისამართების შესახებ".

ახალი დადგენილების სახელწოდება იქნება: ,,გორის მუნიციპალიტეტის ბოშურის ტერიტორიული ერთეულის სოფლების: ბობნევის. ბისიის, ქვემო ბოშურის, ზემო ბოშურის და ტუსრევის დამისამართების შესახებ".

საკრებულოს თავმჯდომარის ახსნა-განმარტებაში წერია, რომ მერის წარმომადგენლის წერილის საფუძველზე ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნება ,,გაიჩაანთუბანი'', ხოლო ,,ტუსრების'' ნაცვლად იქნება ,,ტუსრევი''.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლა ზემოაღნიშნული საკითხი და დაადგინა, რომ საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის განკარგულებაში ფიქსირდება ცდომილება - სოფლების მოქმედ, ვალიდურ სახელწოდებას წარმოადგენს: "ქვემო ბოშური", "ზემო ბოშური" და "ტუსრევი", ხოლო სოფელი "გაიჩაანთ უბანი" არ წარმოადგენს ცალკე სოფლის სტატუსის მქონე სოფელს. გორის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შევიდეს ცვლილება 2012 წლის 27 დეკემბრის განკარგულებაში, კერძოდ, განკარგულებაში არსებული სოფლების სახელწოდება "ბოშური", "ქვემო ბოშური" და "ტუსრები" შეიცვალოს სახელწოდებით - "ქვემო ბოშური", "ზემო ბოშური" და "ტუსრევი", განკარგულების ტექსტიდან ამოღებული იქნას სოფელი "გაიჩაანთ უბანი" და ბათილად იქნას ცნობილი განკარგულების დანართი "ს. გაიჩაანთ უბანი". - ვკითხულობთ საკრებულოს თავმჯდომარის ახსნა-განმარტებაში.

დღეს სოფელ გაიჩაანთუბანში ერთი ადამიანი - ქსენია მაყიშვილი ცხოვრობს, რომლის შესახებ რეპორტაჟი 2 აგვისტოს მოვამზადეთ. რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ქსენია მაყიშვილი ბოშურის წარმომადგენელს სოფლის დღეობაზე დაურპირისპირდა და გაიჩაანთუბნის დატოვება მოსთხოვა. ვიდეოში ქსენია მაყიშვილი აცხადებს, რომ მას სთხოვენ ჩაეწეროს სოფელ ტუსრევში, რის წინააღმდეგიცაა.

13 აგვისტოს კი მერის წარმომადგენელმა მერიას მისწერა, რომ დადგენილებაში შეუსაბამობაა და ჩამონათვალიდან გაიჩანთუბანი ამოიღონ. საკრებულოს სხდომა 30 აგვისტოს გაიმართება.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.