Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ორსულები პანდემიაში
კორონავირუსის დელტა შტამი,
როგორც ბოლო პერიოდში დადასტურდა, ფეხმძიმე ქალებში, გარკვეულწლიად,
რთულად მიმდინარეობს. დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევებიც.
ალერგოლოგ- იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ ვაქცინაცია
მნიშვნელოვანია იმ ჯგუფებში, რომლებიც მოწყვლადები არიან ინფექციის
მიმართ და დელტა ვარიანტისთვის ყველაზე მოწყვლადი სწორედ ორსულთა
ჯგუფია.
ვითარებას ართულებს ის გარემოება, რომ საზოგადოებაში ანტივაქსერული ფონი საკმაოდ მაღალია, ამიტომ ადამიანებს განსაკუთრებით კი ორსულებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.
28 წლის ანა ქრისტესიაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა, აცრის გადაწყვეტილება მაინც მიიღო და თვლის, რომ ვაქცინა ორსულებისათვის საუკეთესო დაცვაა.
„ჩემს ოჯახში ყველა ორივე დოზით აიცრა, თუმცა მაინც ფიქრობდნენ, რომ სანამ შვილს არ გავაჩენდი, ვაქცინაციისგან თავი უნდა შემეკავებინა. მესმის, მათ აღელვებთ ჩემი მდგომარეობა და გარკვეულწილად რაღაც პერიოდი მეც მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რადგან ქვეყანაში ორსულების აცრის შესახებ და შესაძლო გართულებებისა ან გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია ნაკლებია. მხოლოდ ის, რომ პაატა იმნაძის შვილი აიცრა, გადაწყვეტილების მიღებაში ვერ მეხმარებოდა. მით უფრო, რომ გინეკოლოგებსაც არ ჰქონდათ აცრასთან დაკავშირებული არანაირი ინფორმაცია“
ანა ამბობს, რომ აცრის შესახებ გადაწყვეტილება მხოლო თავად მიიღო და ამ საკითხში კომპეტენტური ადამიანებისგან რჩევა არ მიუღია,რადგან თვლის რომ ამ მხრივ ქვეყანაში ინფორმაციული ვაკუუმია
„საერთოდ არაფერი ვიცი ორსულის შემთხვევაში, რა შესაძლო გართულებები შეიძლება მოყვეს კორონავირუსს, განსაკუთრებით დელტა შტამს. ვერც საინფორმაციო საშუალებებში და ვერც სამედიცინო გადაცემებში მოვისმინე ვერაფერი ორსულების შესახებ. გავიგეთ, რომ ორსულების ფაიზერით აცრა შესაძლებელია, თუმცა აქაც მქონდა კითხვები, რაზეც ვერ მივიღე პასუხები. ასე მგონია, რომ ის ექიმები ვინც უშუალოდ კოვიდ პაციენტებს არ მკურნალობენ, ან აცრებს არ ატარებენ, საერთოდ არ აქვთ ინფორმაცია ვაქცინის შესახებ. ბავშვთა პედიატრს ვკითხე, ბავშვებში დელტა შტამის შესაძლო გართულებების შესახებ, და მიპასუხა, რომ რადგან კლინიკა, სადაც ის მუშაობს, კოვიდ პაციენტებს არ ემსახურება, ვერ გამცემს პასუხს ამ კითხვაზე. ანალოგიურად გინეკოლოგს ვკითხე, შემეძლო თუ არა ფაიზერით აცრა და ვერც მან გამცა ამაზე პასუხი. გამოდის, რომ გადაწყვეტილება თავად უნდა მიმეღო, ბრმად, ინფორმაციის გარეშე. ვფიქრობ ამ მხრივ ჯანდაცვის სისტემა ძალიან სუსტია. საბედნიეროდ, პირველი დოზით უკვე ავიცერი და თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ“,- აღნიშნავს ანა და თვლის, რომ პირველ რიგში ინფორმირებულები ის ექიმები უნდა იყვნენ, ვისთანაც ხალხს უშუალო კონტაქტი, შეხება და ნდობა აქვს.
„ახლა, რაც ფეხმძიმედ ვარ, პანიკური შიში დამეწყო, განსაკუთრებით დელტა ვარიანტის მიმართ. ვღელავ და სულ ისეთ სტატისტიკურ მონაცემებს ვეცნობი, სადაც ორსულების შესახებ წერია. ასეთი აფორიაქებული არასოდეს ვყოფილვარ. როდესაც პანდემია დაიწყო, გარშემო არსებული ქაოსის და გაურკვევლობის მიუხედავად, არ ვიყავი ემოციური და შეშინებული. თავი დავარწმუნე, რომ მე და ჩემს ოჯახს ვირუსი არ შეგვხვდებოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას პირნათლად ვიცავდით. შევზღუდეთ გარეთ სიარული, ვმუშაობდით დისტანციურად და ვიღებდით მაქსიმალურ ინფორმაციას ვირუსის და ქვეყანაში არსებული თუ მოსალოდნელი რეგულაციების შესახებ. მეორე ტალღის დროს ბევრი ჩემი ახლობელი და ნაცნობი დაინფიცირდა. სამწუხაროდ, გარდაცვალბის შემთხვევებიც იყო. ყველაზე მეტად მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებსაც უბედური შემთხვევების მიუხედავად ვირუსის არსებობის არ სჯერა და ვაქცინაციის პროცესს არასერიოზულად უყურებს“-აღნიშნავს ანა ქრისტესიაშვილი
კიდევ ერთი ფეხმძიმე ნათია ბორაშვილი ამბობს, რომ მისმა აცრამ ბევრ მის ორსულ ახლობელს მისცა სტიმული და ახლა ისინიც ვაქცინაციის მოლოდინში არიან.
„არ ვარ ის ადამიანი, ვინც 37 გრადუს სიცხეზე პანიკაში ვარდება. არც ჩემს შემთხვევაში და არც ბავშების შემთხვევაში. აქამდე კორონავირუსი არ მქონია, არც განცდებში ვყოფილვარ პანდემიის გამო. გადაწყვეტილება ჩემი მომავალი პატარა შვილისათვის მივიღე, რადგან ვფიქრობ, რომ სხვაგვარად მისი დაცვა რთულია. არანაირი ღელვა არც აცრამდე და არც აცრის შემდეგ არ მქონია. ყველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ მშვიდად და აიცრან.
მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი აცრის შემდეგ ბევრი ჩემი ახლობელი, ვინც ორსულად იყო დარეგისტრირდა. ვფიქრობ სამღვდელოებაც და მთავრობაც უნდა შეთანხმდნენ და ბრმადმორწმუნეთათვის გარკვევით ჩამოაყალიბონ ვაქცინაციის აუცილებლობა, იმედი მაქვს ეშველება ამ კატეგორიასაც, თორემ საშინელებებს ფიქრობენ’’,-აღნიშნავს ნათია ბორაშვილი და ამბობს, რომ აუცილებელი სასულიერო პირებმა მოუწოდონ მრევლს აცრისაკენ და რწმენა მედიცინისგან გამიჯნონ.
32 წლის თამარ ლურსმანაშვილი ვაქცინაციაზე უკვე დარეგისტრირდა და ათვიცნობიერებს, რომ პირველ რიგში თავადაა მუცლად მყოფი შვილის ჯანმრთელობის გარანტი, რის საშუალებასაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იძლევა.
"ალბათ ყველა ქალი, რომელიც ახალ სიცოცხლეს გრძნობს თავის სხეულში, ორმაგ პასუხისმგებლობას განიცდის. დედის თითოეულ განცდას, ფიქრს, მოქმედებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ნაყოფზე. პირველი, რაც დამეუფლა პანდემიის დაწყებისას, იყო გაურკვევლობა, რომელიც შიშში გადაიზარდა. თუმცა მალევე გავიაზრე, რომ შიში არ იქნებოდა გამოსავალი და სასოწარკვეთაში ჩავარდნა კარგს არაფერს მომიტანდა. ამიტომ ჩამოვწერე გეგმა, თუ რა ინფორმაცია იქნებოდა ჩემთვის სასარგებლო ვირუსთან დაკავშრებით და რა უნდა მცოდნოდა აუცილებლად, რომ მე და ჩემი პატარა უსაფრთხოდ ვყოფილიყავით",- ამბობს თამარ ლურსმანაშვილი და ამატებს, რომ მისთვის პირველი იმედი მისი პირადი გინეკოლოგი იყო, რომელიც დიდი სიფრთხილით შეარჩია და აცრასთან დაკავშირებით კონსულტაციებიც მასთან გაიარა.
"მომაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მაგრამ აცრის გადაწყვეტილება მე მომანდო. ასევე ვეკითხები საზღვარგარეთ მცხოვრებ მეგობრებსაც იქაურ გამოცდილებას, ამიტომ ვაპირებ უახლოეს პერიოდში ავიცრა, რათა დავიცვა როგორც საკუთარი, ისე პატარას ჯანმრთელობა."
თამარი დარწმუნებულია, რომ პანდემიის პერიოდში ორსულის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშნელოვანი მაინც ოჯახის მხარდაჭერაა.
" რომ არა ჩემი ოჯახი, მარტოს გამიჭირდებოდა ყველა იმ შიშთან გამკლავება, რაც თან ახლავს დღევანდელ სიტუაციას. ოჯახის ყველა წევრი ცდილობს, გამიფრთხილდეს და დაიცვას ექიმებისგან მოცემული რეკომენდაციები. წინასწარ ძნელია რამის თქმა, მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. ყველა მომავალ დედას ჯანმრთელობას და სიმშვიდეს ვუსურვებ",- აღნიშნავს თამარ ლურსმანაშვილი.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა გვანცა კურტანიძემ ვირუსი მაშინ გადაიტანა, როდესაც ორსულობის 37-ე კვირაში იყო და ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა მძვინვარებდა.
„როდესაც კორონავირუსი დამიდასტურდა, ქვეყანაში ეპიდემიის პიკი იყო. საავადმყოფოები კოვიდ პაციენტებით გადაივსო. სასწრაფო დახმარების გამოძახებაც ძალიან ჭირდა. პირველად ვირუსი დაბალი სიცხით დაიწყო, მერე ეტაპობრივად დავმძიმდი. როდესაც ვირუსი დამიდასტურდა, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დამაწვინეს. ძლიერი ხველა, პირღებინება და ჰაერის საშინელი უკმარისობა მქონდა. ვფიქრობდი საკუთარ თავზე და ნაყოფის მდგომარეობაზე, რასაც ძალიან განვიცდიდი და მეშინოდა“,-გვიყვება გვანცა კურტანიძე.
ექიმები აღნიშნავენ, რომ სამწუხაროდ კოვიდ დადებით ორსულებში ლეტალური შედეგი უკვე „სცენარულ“ მოვლენად იქცა. გახშირდა ნაადრევი მშობიარობა, პრეკლამსის მძიმე ფორმები, სისხლის დენა, მკვდრად შობადობა. ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად, ერთადერთი გამოსავალი დროული ვაქცინაციაა.
ბიძინა კულუმბეგოვი იმასაც განმარტავს, რომ ვაქცინა უსაფრთხოდ ითვლება ორსულობის ნებისმიერ პერიოდში და ნაყოფისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, ანტისხეულები დედისაგან ბავშვზეც გადადის, რაც ნიშნავს 1 ვაქცნიაციით 2 ადამიანის სიცოცხლის დაცვას და აცრა განსაკუთრებით „ფაიზერით“ არის დებადართული.
30 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 164 402 აცრა; 1 დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.3%; სრულად ვაქცინირებულია 383 454 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.4%.
29 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |