Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორის კეთილმოწყობის სააგენტოში 270 თანამშრომელს დაკითხავენ - სამიზნე ხოჯევანიშვილის კურსელია
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაინტერესდა იმ ფაქტით, თუ ვინ მუშაობდა ,,გორის კეთილმოწყობის სააგენტოში'' ისე, რომ სამსახურში არ დადიოდა, თუმცა ხელფასს იღებდა.

ეს ინფორმაცია იმ თანამშრომლებმა გაამჟღავნეს, რომლებიც უკვე დაკითხეს.

როგორც სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი გიორგი ბარჯაძე ადასტურებს, საგამოძიებო სამსახური ფინანსური დოკუმენტაციითაც დაინტერესდა, ოღონდ იმ პერიოდის დოკუმენტებით, როდესაც სააგენტოს მისი წინამორბედი, ბაჩანა გვიანიშვილი ხელმძღვანელობდა.

ბაჩანა გვიანიშვილი კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად 2019-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. ის მას შემდეგ დაინიშნა, როდესაც რეგიონის გუბერნატორად, 2019 წლის 12 აგვისტოს, გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა.

2021 წლის მარტიდან კი, გვიანიშვილი სააგენტოს ჩამოშორდა. ის ხოჯევანიშვილის კურსელია, ამიტომ, ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება სწორედ მის გამო დაინტერესდა სააგენტოს ფინანსური მდგომარეობით.

ხოჯევანიშვილი ამჟამად ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. რაც შეეხება ბაჩანა გვიანიშვილს, მან 2021 წლის აპრილში, ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, წყალმომარაგების კომპანიაც დატოვა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლას აპირებს. მიუხედავად მისი ამ განცხადებისა, ხელისუფლება ,,გორის კეთილმოწყობის სააგენტოს'' ფინანსური მდგომარეობით მაინც დაინტერესდა.

ფაქტის შესახებ გახარიას გუნდში განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

რაც შეეხება გორის კეთილმოწყობის სააგენტოს, აქ თანამშრომლების რაოდენობა 270-ს აღწევს. ეს ინფორმაცია 2020 წლის მონაცემებს ეყრდნობა.


 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.