Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორში ჩეხური ტკბილეულის მაღაზია - საცხობი გაიხსნა
3 თვის წინ, გორში ჩეხური ტკბილეულის მაღაზია-საცხობი გაიხსნა. ევროპაში ცნობილი როგორც „ტრდელნიკი” ან Chimney Cake (ბუხრის ნამცვარი), ახლა უკვე გორის მოსახლეობას ტკბილეულის ნაირსახეობას სთავაზობს. “Rollin’ Chimney Cake Shop” - ასე ჰქვია საცხობს, რომელიც მაკო ღამბაშიძემ ბრენდად აქცია.

როგორია მისი გზა განათლების ადმინისტრატორობიდან ბრენდის მენეჯერობამდე და რა გზის გავლა მოუწია მას ბრენდის განსავითარებლად. ამ და სხვა საკითხებზე მაკო ღამბაშიძეს ვესაუბრეთ.



როდის და რატომ გადაწყვიტეთ როლინის შექმნა?


2015 წელს ლეგენდარული მუსიკალური ბენდის QUEEN-ის კონცერტზე ჩეხეთში წავედი. იქვე ვეზიარე ტრდელნისკის საოცარ გემოს. პრაღის ქუჩებში სეირნობისას წარმოუდგენელია არ იგრძნო დარიჩნის და შოკოლადის მადისაღმძველი სურნელი. მაშინ ხუმრობით ვიოცნებე, ნეტავ ეს საცხობი სახლში მქონდეს თქო. ამ დღის შემდეგ მუდმივად ვფიქრობდი შემექმნა მსგავსი რამ ჩემს ქალაქში. 11 წელი თბილისში ვცხოვრობდი, პერიოდულად საზღვარგარეთ, ამიტომ აქამდე არ მომეცა შესაძლებლობა რეალურად გადამედგა ქმედითი ნაბიჯები. 6 წლის შემდეგ, ჩემივე სახლის ეზოში ტრდელნიკის საცხობი გავხსენი და ოცნებაც რეალობად იქცა.

წარმოდგენს თუ არა პანდემია თქვენთვის გამოწვევას? რა ძირითად წინააღმდეგობებს ხვდებით არსებული მდგომარეობის ფონზე?

როგორც მოგეხსენებათ, როლინი 3 თვის წინ გავხსენი. გახსნამდე გააზრებული მქონდა პანდემიით გამოწვეული შესაძლო რისკები. პირველ რიგში ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, დამეცვა მომხმარებლები და მომსახურე პერსონალი შესაძლო ინფიცირებისგან. ამ მიზნით, ობიექტზე განხორციელებულია სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ყველა პრევენციული მექანიზმი. ამასთან, დაკვირვებამ აჩვენა, რომ როდესაც რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, ჩვენთანაც ნაკლები მომხმარებელია. ამას ემატება ისიც, რომ სკოლები და უნივერსიტეტები დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან. მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, რა თქმა უნდა, სირთულეებს არ ვუშინდებით და მაინც ვაგრძელებთ მუშაობას.

გაქვთ თუ არა გამოცდილება კულინარიის სფეროში?

კულინარიის სფეროსთან აქამდე შეხება არ მქონია. პროფესიით განათლების სპეციალისტი ვარ. რამდენიმე წელი განათლების და მეცნიერების სამინისტროში ვიმუშავე, ახლა თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობ, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. გადატვირთულმა გრაფიკმა მეტი მოტივაცია მომცა, დასახული აუხდენელი ოცნება ბოლომდე მიმეყვანა. ცხობაც ვისწავლე და ივნისის თვეში უკვე მიზანს ფრთები შევასხი. საცხობმა კიდევ უფრო დამანახა პროფესიული განათლების საჭიროება, რადგან ამ კუთხით ბაზარზე კადრის დეფიციტია. ამასთან, ჩემი გადადგმული ნაბიჯით მინდოდა დამემსხვრია სტერეოტიპი, რომ ქალის ადგილი მეწარმეობაში არ არის. ვფიქრობ, ქალი მეწარმეები, მამაკაც მეწარმეებზე არანაკლებ წარმატებით ართმევენ თავს ამ სფეროს საქმიანობას.



როგორი იყო ბრენდის შექმნის პირველი ნაბიჯები?

გახსნამდე ძალიან დიდი გზა გავიარე. ბრენდის ჩამოყალიბების პროცესში წარმოუდგენელი წვლილი მიუძღვით ჩემი ოჯახის წევრებს და მეგობრებს. მოგეხსენებათ რეცეფტი ინტერნეტ წყაროებში მოიძებნება, მაგრამ მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა იმ გემოს მიღება, რომელიც ევროპაში უკვე ლეგენდადაა ქცეული. 3 თვე სახლში თითქმის ყოველ დღე ვაცხობდი სხვადასხვა რეცეფტით და ბოლოს მივიღე ცომის ის გემო, რომელიც ჩეხურ ტრდელნიკს მახსენებდა. შევქმენით ბრენდის ლოგო, სახელი, საკუთარი დიზაინით გავაკეთე საცხობი, პროფესიონალი ფოტოგრაფის დახმარებით გადავიღეთ ფოტოები. ცომს დედა აკეთებს, მაღაზიის მომარაგებით და სოციალური გვერდის მენეჯმენტით თავად ვარ დაკავებული. როდესაც დრო გვაქვს თავად ვემსახურებით მე და დედა მომხმარებლებს. ეს წარმოუდგენელ სიამოვნებას გვანიჭებს.

რა გზას იყენებთ მომხარებელთან კომუნიკაციის მიზნით? რა როლს თამაშობს მომხმარებელი ბრენდის განვითარების პროცესში?

საცხობის გახსნამდე შევქმენი სოციალურ ქსელებში გვერდები. Facebook-ზე „Rollin' • Chimney Cake Shop • როლინი“ და ასევე ინსტაგრამ გვერდი - “rollin_chimney_cake”. როდესაც პოსტებზე გვთაგავენ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მომხმარებლებს სოციალურ ქსელში ვუკავშირდები და ვთხოვ უკუკავშირს გემოსთან დაკავშირებით. მათი დახმარებით როლინის გემო კიდევ უფრო დაიხვეწა. 1 კვირის წინ მომხმარებელმა გვთოხვა ჭიქებში დაგვემზადებინა ნაყინი, რომელშიც ასევე იქნებოდა ცოცხალი ხილი და თხილეული. აღნიშნულს ვითვალისწინებთ და მომავალი კვირიდან ეს პროდუქტიც გვექნება გაყიდვაში.
გამუდმებით ვმუშაობ თავად პროდუქტის დიზაინზე და მომხმარებლის გემოვნებას ვარგებ არა მხოლოდ გემოს, არამედ დიზაინსაც. შემოდგომიდან გლინტვეინიც გვექნება. საოცრად უხდება ცხელი შოკოლადით გაჯერებულ დარიჩინიან ტრდელნიკს.



რა ასორტიმენტს სთავაზობთ მომხმარებლებს?

გამომცხვარ ცხელ-ცხელ ნამცხვარს, ზემოდან ეყრება დარიჩინი ან ქოქოსი. შემდეგ ნამცხვრის კედლებს ვუსვამთ ნუთელას. ეს არის საბაზო სახის ნამცხვარი. მომხმარებლის სურვილის შესაბამისად ვამატებთ სეზონურ ხილს: მარწყვს, ბანანს, ანანასს, ჟოლოს და ა.შ. მომხმარების სურვილის შემთხვევაში ასევე ვამატებთ ნაყინს და ტოპინგებს (ქოქოსი, თხილი, ფერადი მოსართავები, შოკოლადი კარამელი და ა.შ), რომელიც გემოს კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის.


სად შეიძლება როლინის დაგემოვნება და რა არის მისი ღირებულება?


ჩვენი საცხობი მდებარეობს ქ. გორში, ჭავჭავაძის 28 ნომერში, ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩების კვეთაზე, ფოსტის ყოფილი შენობის პირდაპირ. ჭავჭავაძის ქუჩიდან შემობრძანდებით ე.წ. 100 ბინიანის ეზოში და დაინახავთ ჩვენს ნარინჯისფერ შენობას. თეატრის ბაღიდან, მესამე სკოლიდან და გორის უნივერსიტეტიდან 2 წუთში მოხვალთ, სტალინის ბაღიდან 5 წუთში. ან ჭავჭავაძის ქუჩაზე თუ ჩამოივლით, დარიჩინის სურნელს იგრძნობთ და მოგვაგნებთ.  როლინის საბაზო ღირებულება 3.50 ლარია. ფასი იმატებს ინგრედიენტების და ზომის მიხედვით. ყველაზე დიდი ზომის ნამცხვარი, ყველა სახეობის დანამატით, რომელსაც Royal Rollin’ ჰქვია, 7 ლარი ღირს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.