Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორში ტაქსების მძღოლების ერთი ნაწილი არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას იჩენენ უცხოელი ტურისტების მიმართ - კვლევა
გორში ჩამოსული ტურისტების დიდი ნაწილი გორელ ტაქსისტებს არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.

ამის შესახებ გორის ტურიზმის სააგენტოს ანგარიშშია მოცემული, რომელიც გორის საკრებულოს გასულ კვირას გაუგზავნეს. ანგარიშს 10 სექტემბერს სხდომაზე განიხილავენ.

ტურიზმის სააგენტოს ცნობით, ხარვეზებია ტრანსპორტით მომსახურეობის საკითხში.

კერძოდ: ტაქსების მძღოლების ერთი ნაწილი არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას იჩენენ უცხოელი ტურისტების მიმართ, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი გადაახდევინონ არსებულ ტარიფთან შედარებით. ეს ყოველივე უარყოფითად მოქმედებს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის იმიჯზე.

როგორც ირკვევა, ტურიზმის განყოფილების თანამშრომლები ხშირად გამოკითხვას ატარებენ და ამ დასკვნამდე, სწორედ, ამ გამოკითხვის შემდეგ მივიდნენ.

ანგარიშში ისიც აღნიშნულია, რომ ტურისტები სხვა გარემოებებსაც აქცევენ ყურადღებას. კერძოდ, ზოგიერთ კვების ობიექტში არ არის დაცული სანიტარული ნორმები, ჯერ კიდევ დაბალია პერსონალის მიერ მომსახურების კულტურა.

ტურისტები ითხოვენ საქალაქო ტრანსპორტრზე ქართულთან ერთად ინგლისურ ენოვან წარწერებსაც.

გორში ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალი 2019 წელს იყო.

2017 წელს - 280 551 ტურისტი შემოვიდა.
2018 წელს - 456 556 ტურისტი შემოვიდა.
2019 წელს - 513 250 ტურისტი შემოვიდა.

რაც შეეხება პანდემიის პერიოდს:

2020 წლის 03 იანვრიდან - 2021 წლის 03 იანვრამდე სულ მთლიანად დამთვალიერებელთა რიცხვმა 20 612 შეადგინა, მათ შორის - 11 133 უცხოელი ტურისტი.

2021 წლის 01 იანვრიდან - 03 აგვისტომდე შემოვიდა: 50 768 ვიზიტორი, მათ შორის - 37 304 უცხოელი ტურისტი.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.