Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
იმერხევში სტუმრობის დროს, ლერი კოკოევი ყოველთვის ადგილზე დაგხვდებათ. ასე მოხდა რამდენიმე ხნის წინაც, როდესაც სოფელ ბანში მარტოხელა ქალთან – ფარიზეტა თოთროევთან მივდიოდით. მაშინაც და შემდეგაც, მდინარე ღვანანას ხეობაში ლერი ჩვენი მეგზური არაერთხელ გახდა. სულ იმაზე წუხდა, რომ სახლში სიმსივნით დაავადებული მოხუცებული დედა ჰყავდა.
წელსაც ვესტუმრეთ ღვანანას ხეობას. იმერხევში ლერიც მოვიკითხეთ და ბუნებრივია მისი მშობელიც. ლერის აღარც დედა ჰყავს და აღარც ფარიზეთა თოთროევია ცოცხალი. ორივე გასულ წელს დაიღუპა.
იმერხევის ცენტრალურ ადგილზე, ძალიან პატარა და ძველი სახლი დგას, რომელშიც ახლა ლერი მარტო ცხოვრობს. აქ დაასრულეს სიცოცხლე მისმა დედ-მამამ, რომლებმაც მშობლიური სახლი 30 წლის წინ, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, არ მიატოვეს. თუმცა, შიშიანობის გამო, 18 წლის ერთადერთი შვილი ვლადიკაკვაზში ახლობელთან გაგზავნეს.
ლერიმ ჩრდილოეთ ოსეთში მხოლოდ 6 წელი გასძლო. მისი მშობლები ასაკში შევიდნენ და ყურადღება სჭირდებოდათ. ეს ის პერიოდია, როდესაც სოფელთან დამაკავშირებელი გზა თითქმის აღარც არსებობდა და გადაადგილება ჭირდა:
,,ცოტახანი ვიყავი და ისევ ჩამოვედი, მშობლებს პატრონი უნდოდათ და მაგიტომ ჩამოვედი. არ ჰყავდათ ჩემ გარდა შვილი, ცოტახანი ვიყავი და ჩამოვედი მეც. სადაც ჩემი ფუძე იყო, იქითკენ წამოვედი; რომელ სახლშიც გავიზარდე, ისევ იქითკენ წამოვედი. აქაც აბა პატრონი არავინ ჰყავდათ, უკვე ასაკში იყვნენ და მერე ჩამოვედი.“ - ამბობს ლერი კოკოევი.
დღეს ღიმილით იხსენებს იმ სიჯიუტემ და სიმამაცეს, რაც მისმა მამამ იმ პერიოდში გამოიჩინა. სისტემატიურად ავიწროებდნენ, მიუხედავად ამისა, ლერის მამამ საქართველო არ მიატოვა:
,,შეაშინეს, ერთი-ორჯერ ტაქსიდანაც ჩამოაგდეს; დაუწყეს - ,,რატო არ მიდიხარო?“ ესაო, ისაო... იარაღიც კი დაადეს შუბლზე, მაგრამ მაინც იმდენი ქნა, არ წავიდა, დარჩა მაინც. არ უნდოდა თავისი სოფლის ფარგლებს გარეთ ყოფნა.“ - იხსენებს ლერი.
დღეს, როდესაც ლერი მარტო დარჩა, ვკითხეთ, ხომ არ ნანობს თავის სოფელში დაბრუნებას და იმ ცხოვრების მიტოვებას, რაც 6 წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ ოსეთში ააწყო. ლერი მაშინვე გვპასუხობს, რომ საერთოდ არ ნანობს:
,,საერთოდ არ ვნანობ. მერე რა? თუ გაკეთდება ინფრასტრუქტურა, რაღა უნდა ვინანო მერე?!“ - გვიპასუხა და იმ გზას გახედა, საითკენაც იმერხევის გზა მუნიციპალიტეტის ცენტრს, ქარელს უკავშირდება.
ლერი კოკოევი თავდაპირველად იმერხევის 8-წლიან სკოლაში სწავლობდა. ერთ-ერთი ბოლო მოსწავლე იყო, რომელმაც ამ 8-წლიან სკოლაში ისწავლა:
,,სოფელში ბავშვები აღარ იყო ჩემს დროს სკოლაშიც უკვე. ბოლოს, მერე სკოლაც დაიხურა, არ იყო ბავშვები იმდენად. კლასში ორი ბავშვიც აღარ იყო, უკვე ისე იყო ჩემ შემდეგ, აღარ იყვნენ ბავშვები. ყველა ქალაქისკენ მიდიოდა, გარბოდნენ საცხოვრებლად და სოფელში უკვე აღარ იყო იმდენად, მოწაფეები აღარ იყვნენ. ბოლოს ეგეც დაიხურა. ჩემი თანატოლები - ზოგი ქალაქშია, ზოგი საქართველოს ფარგლებს გარეთ წავიდა. ვლადიკავკაზში.“ - იხსენებს ჩვენი მასპინძელი.
მან მოკრძალებულად თავის საცხოვრებელ სახლში შეგვიპატიჟა. მთელი დღე წვიმდა და ამიტომ ვამჯობინეთ ინტერვიუ სახლში ჩაგვწერა. მისი ტელევიზორი არ მუშაობს, უფრო სწორად, ვერ იყნებს, რადგან მისი ანტენა არხებს არ იჭერს, ხოლო ჯერჯერობით თეფშის ყიდვას ვერ ახერხებს. ამიტომ, რადიოს ჩართვა გადაწყვიტა:
,,რადიოც კარგადაც არ იჭერს ხოლმე ტალღებს, ზოგჯერ როცა ცუდი ამინდებია, როცა ჭექა-ქუხილია, მაშინ საერთოდ არ იჭერს ხოლმე. აი ასე, ტელევიზორი ჯერ არ ავამუშავე, არ მუშაობს ჯერ. პრობლემები მაქვს მეც ამ ცხოვრებაში, რო ვიყიდო ეს თეფში. თეფშს ვიყიდი ხო, გეგმაში მაქვს ეგა, იქნება... რაღაც-რაღაცები მაქვს, რაღაც გეგმები და მგონი ნელ-ნელა შევასრულებ.“
სახლის ერთ-ერთ კუთხეში გაზეთებიც აქვს მოგროვებული. ის ხშირად ,,ქარელის მოამბეს“ კითხულობს, რომელსაც ქარელის მერია ბეჭდავს. ერთადერთი საინფორმაციო ბეჭდური საშუალებაა მისთვის, რომლითაც მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაციას იგებს.
,,ქარელისკენ რომ ვარ, ვარიანტი არაა, რომ არ მივიდე და გაზეთები არ წამოვიღო. დავურიგებ ხოლმე სოფელში ხალხსაც, მივუტან ხოლმე ყველას.“ - გვითხრა ლერი კოკოევმა.
ამჟამად, ლერი საქონელს უვლის, რომელიც საძოვრებზე ჰყავს გაშვებული. გაზრდის შემდეგ, მათ ჰყიდის და საზამთროდ სხვადასხვა პროდუქტებს იმარაგებს. აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო, საქონლის გაყიდვა ჭირს.
,,კორონას საწინააღმდეგოს მაძლევდნენ ექვსი თვე, მერე ხელმეორედ ისევ ექვსი თვით გამოვიდა. დანარჩენი არ მაძლევენ. საქონელო გყავსო, მიწები გაქვსო და... ეგ არის მაგათი მიზეზი.“
ერთ თვეში სოფელი თითქმის დაიცლება. ის ოჯახები, რომლებიც საზაფხულოდ არდადეგებზე ჩამოვიდნენ, სექტემბრიდან ქალაქებს მიაშურებენ.
,,წელს არის უკვე ცოტა ხალხი, ოქტომბრამდე არაუშავს და მერე უკვე ძალიან ძნელია, ხალხიც იმდენი აღარ არის ხოლმე, გამოილევა სოფელში... მით უმეტეს თოვლი როა ძალიან ძნელია. გარშემო სულ გათეთრებული რო არის ხოლმე. ძნელი ერთი-ხუთი თვე. ძნელია ერთი-ხუთი თვე, ოქტომბრიდან - მარტამდე, მერე აპრილში უკვე არაუშავს, მოდის ხალხი, ამინდები გამოდის რაღაც და ადამიანსაც უხარია რომ არის მაცხოვრებელი, იქ ბავშვი თამაშობს, იქ ყვირილი ისმის რაღაც და გულსაც უხარია რა თქმა უნდა.“
ვლადიკავკაზიდან იმერხევში – ლერი კოკოევი

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |