Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
,,არასოდეს ვყოფილვარ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი'' - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი
"ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და გავაკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ამ ყველაფერს ფარდა აეხადოს" - ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის'' წარმომადგენელმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

ის ხელისუფლების მხრიდან გამოთქმულ  ბრალდებებს გამოეხმაურა. არსებობს ეჭვი, რომ ფარული ჩანაწერები სუს-იდან, შესაძლოა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა გაიტანა:

"ეს რაც ხდება არის ძალიან მძიმე. ეს ყველაფერი აზიანებს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას, სახელმწიფო უწყებებს, რომლებსაც მე წლების განმავლობაში ვემსახურებოდი და ვემსახურები. არ ვაპირებ ამ საკითხზე ჭორაობას. აუცილებელია, ჩატარდეს გამჭვირვალე, ღია გამოძიება და რა თქმა უნდა, ნათელი მოეფინოს ყველაფერს - ჯერ უნდა დადასტურდეს აღნიშნული დოკუმენტების ავთენტურობა, უნდა გაირკვეს საერთოდ აქ რა არის სიმართლე და რა არა, და ამის შემდგომ უნდა გაკეთდეს დასკვნები. ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ჩემთვის. მინდა ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოღვაწეობის პერიოდში, არასოდეს ვყოფილვარ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი. და მინდა მივმართო თეა წულუკიანს, მის საკურატურო სფეროებს მიხედოს, რომ სხვის ძიებაში უცებ არ ჩამოეშალოს. ეს არის ჩემი კომენტარი! ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და გავაკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ამ ყველაფერს ფარდა აეხადოს" - აცხადებს ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.